bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 29
1 Samuel 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
1
და შეჰყარეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ხოლო ისრაელმა იზრეყელის წყაროსთან დაიბანაკა.
2
ფილისტიმელთა მთავრები თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ მოდოდნენ. დავითი და მისი ხალხი კი უკან მიჰყვებოდა აქიშს.
3
და თქვეს ფილისტიმელთა მთავრებმა: „აქ რა უნდათ ამ ებრაელებს?“ და უთხრა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის, საულის მსახური. წელიწადზე მეტია, რაც ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის მისი გამოქცევის დღიდან დღემდე.“
4
და ბრაზობდნენ მასზე ფილისტიმელი მთავრები, და უთხრეს: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი. დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია. ნუ წამოგყვება ბრძოლაში, რომ ბრძოლის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავისი ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?
5
ეს ხომ ის დავითია, რომელსაც ცეკვით გამოსული ქალები უმღეროდნენ: მოსრა საულმა ათასები, დავითმა კი 10 ათასებიო?“
6
და მოუხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „უფალს ვფიცავ, პატიოსანი კაცი ხარ და მახარებს შენი შესვლა და გამოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან ვერავითარი ბოროტება ვერ აღმოვაჩინე შენში ჩემთან შენი მოსვლის დღიდან, მაგრამ მთავრებს არ მოუხველ თვალში.
7
და ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც ფილისტიმელთა მთავრებს თვალში არ მოუვათ.“
8
და უთხრა დავითმა აქიშს: „რა გავაკეთე, ან რა შენიშნე ისეთი შენს მსახურს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ არ წავიდე და არ ვიბრძოლო ჩემი მეფე-ბატონის მტრებთან?“
9
მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: „ვიცი, რომ კარგი ხარ. ღვთის ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ: ნუ წამოგვყვებაო ბრძოლაში.
10
და ახლა ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მსახურნი, შენ რომ თან მოგყვნენ, ადექით ადრიანად და, როცა ალიონი დაიძვრება, უკან გაბრუნდით.“
11
და ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში, ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისაკენ წავიდნენ.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31