bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 6
1 Samuel 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 7 →
1
შვიდ თვეს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
2
მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: „რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილას.“
3
მათ მიუგეს: „თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ცარიელს ნუ გაგზავნით, არამედ შესწირეთ ისრაელის ღმერთს დანაშაულის მსხვერპლი. მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გეშვებათ მისი ხელი.“
4
მათ კი თქვეს: „რა უნდა შევწიროთ დანაშაულის მსხვერპლად?“ მიუგეს: „ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი და ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელია თქვენზე და თქვენს მთავრებზე.
5
ჩამოასხით თქვენი ბუგრების მსგავსი ბუგრები და თქვენი თაგვების მსგავსი თაგვები, რომლებიც აჩანაგებენ ქვეყანას და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს. ეგებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებსა და თქვენს ქვეყანაზე.
6
ეგვიპტელებისა და ფარაონის მსგავსად რატომ ისასტიკებთ გულს? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა?
7
ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ. გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ურემში, მათი ხბორები კი მოაშორეთ და შინ დატოვეთ;
8
აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. ყუთში ოქროს ნივთები ჩააწყვეთ, რომელთაც დანაშაულის მსხვერპლად ატანთ და გვერდით მიუდგით კიდობანს. მერე გაუშვით, და წავიდეს საითაც უნდა.
9
თვალი გააყოლეთ და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას მოუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება; თუ არა და, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით დაგვტეხია თავს ეს ამბავი.“
10
ასეც მოიქცნენ: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს. ხბორები კი შინ დაამწყვდიეს.
11
ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრებით.
12
პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13
ბეთ-შემეშელნი ამ დროს პურს მკიდნენ მინდორში. და როცა გაიხედეს და კიდობანი დაინახეს, გაუხარდათ მისი დანახვა.
14
ბეთ-შემეშელი იოშუაყის ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ლოდი იდო იქ. მათ ურემი შეშად დაჩეხეს და ფურები სრულადდასაწველ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს.
15
უფლის კიდობანი და სკივრი, რომელიც მასთან ერთად იდო და რომელშიც ოქროს ნივთები ელაგა, ლევიანებმა გადმოიღეს და იმ დიდ ლოდზე დადგეს. ბეთ-შემეშელებმა იმავე დღეს მოიტანეს სრულადდასაწველი და საკლავი დაუკლეს.
16
ეს რომ დაინახა ფილისტიმელთა ხუთმა მთავარმა, იმავე დღეს გაბრუნდა უკან ყეკრონისაკენ.
17
აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის მსხვერპლად: ერთი აშდოდისათვის იყო, ერთი – ღაზასთვის, ერთი – აშკელონისთვის, ერთი – გათისთვის, ერთიც – ყეკრონისთვის.
18
იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს – ციხესიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე, და დიდ ლოდამდე, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, და ის დღემდე ბეთ-შემეშელი იოშუაყის მინდორში იმყოფება.
19
და უფალმა მოსრა ბეთ-შემეშელნი იმის გამო, რომ მათ ჩაიხედეს უფლის კიდობანში. და მოსრა ხალხიდან 70 კაცი. მოთქვამდა ყველა, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი.
20
და თქვეს ბეთ-შემეშელებმა: „ვინ დაუდგება უფალს, ამ წმიდა ღმერთს? და ვისთან წავა ის ჩვენგან?“
21
გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმელებს და შეუთვალეს: „ფილისტიმელებმა დააბრუნეს უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31