bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 28
1 Samuel 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
1
იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად. და უთხრა აქიშმა დავითს: „იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ შენ და შენი კაცები საომარ ბანაკში.“
2
უთხრა დავითმა აქიშს: „კეთილი, ახლა ნახავ, რისი გაკეთება ძალუძს შენს მსახურს.“ და უთხრა აქიშმა დავითს: „ამიტომაც გნიშნავ ჩემს მცველად სამუდამოდ.“
3
და მოკვდა სამუელი და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, და დამარხეს იგი რამაში, თავის ქალაქში. და მოსრა საულმა თავის ქვეყანაში ყოველი მესულთანე და მჩხიბავი.
4
როცა შეიყარნენ ფილისტიმელები და მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ, საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს.
5
როცა დაინახა საულმა ფილისტიმელთა ლაშქარი, შეეშინდა და ძლიერ შეუქანდა გული.
6
და დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს არც სიზმრად, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით.
7
და უთხრა საულმა თავის მსახურთ: „მომიძებნეთ ვინმე მესულთანე დედაკაცი, რათა მივიდე მასთან და ვამკითხვინო.“ და უთხრეს მსახურებმა: „აქ, ყენ-დორში არის მესალთუნე დედაკაცი.“
8
სხვა სამოსელი გადაიცვა საულმა, რომ ვერ ეცნოთ მეფე, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ დედაკაცთან ღამით, და უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისაც გეტყვი.“
9
და უთხრა დედაკაცმა: „კარგად უწყი, რაც გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?“
10
უფალი დაუფიცა საულმა: „ცოცხალ ღმერთს გეფიცები, ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის.“
11
და თქვა დედაკაცმა: „ვინ გამოგიხმო?“ უთხრა: „სამუელი გამომიხმე.“
12
და როცა დაინახა დედაკაცმა სამუელი, ხმამაღლა იყვირა და უთხრა საულს: „რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ!“
13
და უთხრა მას მეფემ: „ნუ გეშინია! რას ხედავ?“ უთხრა დედაკაცმა: „ღმერთის მსგავსს ვხედავ, მიწიდან ამომავალს.“
14
ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?“ თქვა: „მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, გრძელი მოსასხამი ახვევია.“ მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო ის, და მიწაზე დაუკრა თავი და თაყვანი სცა.
15
და უთხრა სამუელმა საულს: „რისთვის შემაწუხე? რატომ ამომიყვანე?“ და უთხრა საულმა: „ძალიან მიჭირს, ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მაძლევს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში, ამიტომ გამოგიხმე, რომ მაუწყო, როგორ მოვიქცე.“
16
და უთხრა სამუელმა: „მე რაღას მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა?
17
ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაცა ბრძანა ჩემი პირით: ხელიდან წაგართმევს სამეფოს და მისცემს შენს მოყვასს – დავითს.
18
რაკი არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე, ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.
19
და ისრაელსაც შენთან ერთად ჩააგდებს უფალი ფილისტიმელთა ხელში. ხვალ ჩემთან იქნებით შენცა და შენი შვილებიც. ისრაელის ბანაკსაც ჩააგდებს უფალი ფილისტიმელთა ხელში.“
20
უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, ძლიერ შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეული ჰქონდა, რადგან მთელი ის დღე და ის ღამე არაფერი ეჭამა.
21
და მივიდა დედაკაცი საულთან და როცა დაინახა, რომ ძლიერ იყო იგი შეშფოთებული, უთხრა: „აჰა, ისმინა შენი ხმა შენმა მხევალმა, ხიფათში ჩაიგდო თავი და შეასრულა შენი ბრძანება.
22
ახლა შენც ისმინე შენი მხევლის ხმა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რომ გზაზე წასასვლელი ძალა მოგეცეს.“
23
იუარა საულმა და თქვა: „არ შევჭამ.“ და როცა არ მოეშვნენ მისი მსახურნი და დედაკაციც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
24
დედაკაცს სახლში ნასუქალი ხბო ჰყავდა, სასწრაფოდ დაკლა, ფქვილი აიღო, ცომი მოზილა, ხმიადები გამოაცხო
25
და წინ გაუშალა საულსა და მის მსახურთ. და როცა ჭამეს, ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31