bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 2
1 Samuel 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 3 →
1
ლოცულობდა ხანა და ამბობდა: „ხარობს ჩემი გული უფალში; გავძლიერდი ჩემს ღმერთში; ხმა ავიმაღლე ჩემი მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
2
არავინ არის უფალივით წმიდა; რადგან არავინაა შენს გარდა; და არ არის ჩვენი ღმერთივით მყარი კლდე.
3
ვეღარ ილაპარაკებთ მედიდურად და აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგეებიდან, რადგან უფალი არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, ის განსჯის ყოველ საქმეს.
4
ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
5
მაძღარნი პურისათვის საშოვარზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; ბერწმა შვიდი შვა, მრავალშვილიანი კი ჩამოჭკნა.
6
უფალი მოაკვდინებს და უფალი აცოცხლებს; შავეთში ჩაყვანაცა და ამოყვანაც მის ხელთ არის.
7
უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს;
8
გლახაკს მიწა-მტვრიდან წამოაყენებს, უპოვარს სანაგვიდან აღამაღლებს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; დიდების ტახტს დაუმკვიდრებს მათ, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძვლები და სამყარო მათზე დაამყარა.
9
ღვთისმოსავთა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
10
უფალი შემუსრავს თავის მოწინააღმდეგეთ და მეხად დაატყდება მათ. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს და თავის მეფეს ძალას შემატებს, და თავის ცხებულს ძლიერებით შემოსავს.“
11
წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი უფალს ემსახურებოდა ყელი მღვდლის წინაშე.
12
ხოლო უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: არ ცნობდნენ უფალს
13
და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე მსხვერპლს შესწირავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის ბიჭი სამკაპით ხელში,
14
ჩაჰკრავდა ავაზანში ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში ყველა მიმსვლელს.
15
უფრო მეტიც: ქონის დაწვამდეც მოდიოდა მღვდლის ბიჭი და ეუბნებოდა მსხვერპლის მომტანს: „შესაწვავი ხორცი მომეცი მღვდლისთვის, უმი, რადგან მოხარშულს არ მიიღებს.“
16
თუ ეტყოდა ვინმე: ქონს აკმევენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: „არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.“
17
ძალზე დიდი იყო ამ ყმაწვილების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდნენ ისინი უფლის ძღვენს.
18
სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე; და ბიჭუნას სელის ეფოდი ემოსა.
19
სამუელს პატარა წამოსასხამს უქსოვდა ხოლმე დედა და ამოჰქონდა, როცა ქმართან ერთად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა ყოველწლიურად.
20
აკურთხა ყელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას აღთქმულის სანაცვლოდ, რომელიც შენ აღუთქვი უფალს.“ და შემდეგ ისინი შინ დაბრუნდნენ.
21
მოხედა უფალმა ხანას: დაორსულდა იგი და კიდევ შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა.
22
ძალზე მოხუცი იყო ყელი. ესმოდა ყველაფერი: როგორ ექცეოდნენ მისი შვილები მთელს ისრაელს, რომ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც საკრებულო კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23
იგი ეუბნებოდა მათ: „რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან ხმები მომდის თქვენს უკეთურ საქციელზე;
24
ნუ იზამთ, შვილებო! კარგი არ მესმის თქვენზე; უფლის ერს გზიდან აცდენთ.
25
თუ კაცმა კაცს შესცოდა, შეევედრებიან ღმერთს ცოდვილისთვის, თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვიღას შეევედრება?“ არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26
ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლი ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე.
27
მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ‘განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას?
28
დიახ, ის გამოვარჩიე ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი;
29
ასე გაბოროტებით ფეხით რატომ თელავთ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირავს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის საუკეთესო ნაჭრებით?’
30
ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიდა ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან კი,’ – ამბობს უფალი, – ‘არამც და არამც, რადგან ჩემს მადიდებელს განვადიდებ, ჩემი მოძულენი კი დამცირდებიან.
31
აჰა, მოაწევს ჟამი და უნდა მოვკვეთო შენი ძალა და მამაშენის სახლის ძალა ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
32
და დაინახავ შენს მოდავეს საწმიდარში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება, და შენს სახლში მოხუცებული აღარასოდეს იქნება.
33
ყველას არ მოგიკვეთთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს; მაგრამ შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება დავაჟკაცების ასაკში.
34
აჰა, ნიშანი, რომელიც აღსრულდება შენს ორ ძეზე – ხოფნიზე და ფინეხასზე – ერთ დღეს დაიხოცებიან ორივენი.
35
დავიდგენ ჩემთვის სარწმუნო მღვდელს, რომელიც იმას გააკეთებს, რაც ჩემს გულსა და სულშია. და მე მას ავუშენებ მტკიცე სახლს, რათა მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.
36
და მივა მასთან, ვინც შენს სახლში გადარჩება, და თაყვანს სცემს მას ერთი ვერცხლისა და პურის ნატეხისათვის, და ეტყვის: მომეცი სამღვდელო რამ სამსახური, რომ ლუკმა პური ვჭამოო.’“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Recommended Reading
Commentary
1 Samuel Commentaries
→
Devotional
1 Samuel Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→