bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 23
1 Samuel 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
1
და შეატყობინეს დავითს: ფილისტიმელები დაესხნენ კეყილას და კალოებს აჩანაგებენო.
2
და დაეკითხა დავითი უფალს: „წავიდე და დავესხა ფილისტიმელებს?“ და მიუგო უფალმა დავითს: „წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს, და იხსნი კეყილას.“
3
მაგრამ უთხრეს დავითს მასთან მყოფმა კაცებმა: „ჩვენ აქ, იუდაშიც შიშითა ვართ და კეყილაში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა ურდოს წინააღმდეგ?“
4
და კვლავ დაეკითხა დავითი უფალს. და მიუგო მას უფალმა: „ადექი და ჩადი კეყილაში, რადგან ხელში უნდა ჩაგიგდო ფილისტიმელები.“
5
და წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილას და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს ისინი. და იხსნა დავითმა კეყილას მკვიდრნი.
6
როცა აბიათარი, ახიმელექის ძე, დავითთან გამოიქცა კეყილასაკენ, თან ეფოდი წამოიღო.
7
და აცნობეს საულს, რომ კეყილაში იყო დავითი მისული. და თქვა საულმა: „ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიმწყვდია თავი.“
8
და საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილაში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
9
და შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული და უთხრა აბიათარ მღვდელს: „მოიტანე ეფოდი!“
10
და თქვა დავითმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ნამდვილად შეიტყო შენმა მსახურმა, რომ კეყილასაკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი;
11
თუ მიმცემენ მათ ხელს კეყილას მოქალაქენი? თუ ჩამოვა საული აქ, როგორც შეიტყო შენმა მსახურმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა, გაუცხადე შენს მსახურს.“ და მიუგო უფალმა: „ჩამოვა.“
12
და თქვა დავითმა: „თუ გადაგვცემენო კეყილას მოქალაქენი მე და ჩემს კაცებს საულს?“ და თქვა უფალმა: „გადაგცემენ.“
13
და აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე რომ იყვნენ, და გავიდნენ კეყილადან, და იარეს, საითაც შეძლეს სიარული. ხოლო როცა ამცნეს საულს, რომ კეყილადან გაიქცაო დავითი, შეჩერების ნიშანი მისცა.
14
დავითი უდაბნოს მიუვალ ადგილებს აფარებდა თავს და შემდეგ მთას – ზიფის უდაბნოში. და ეძებდა მას საული დღენიადაგ, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო ის.
15
და დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა დავითი ზიფის უდაბნოში, ერთ ტყეში.
16
და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით,
17
და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ პირველი კაცი ვიქნები; მამაჩემმა, საულმა კარგად იცის ეს.“
18
და შეკრეს კავშირი ორივემ უფლის წინაშე. დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა.
19
და მივიდნენ ზიფელები საულთან გიბეყაში და უთხრეს: „ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ტყეში, ხაქილას ბორცვზე, რომელიც იეშიმონის ხელმარცხნივაა.
20
ახლა შენი ნებაა, მეფეო, ჩამოხვალ თუ არა, ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.“
21
და თქვა საულმა: „უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
22
წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალიერ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, რომ დიდი ცბიერი ვინმეა.
23
ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, და მე წამოგყვებით და თუ ამ ქვეყანაში არის სადმე, სათითაოდ იუდას ყველა სამთავროს ჩხრეკაც რომ დამჭირდეს, მაინც მოვძებნი.“
24
და ადგნენ და წავიდნენ საულზე ადრე ზიფში. ხოლო დავითი და მისი კაცები ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარცხნივ.
25
და წავიდა საული საძებნელად თავისი კაცებითურთ. და შეატყობინეს დავითს, და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. და შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოსაკენ.
26
მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. და გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი კაცები ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი კაცებისთვის და შეეპყროთ ისინი.
27
მაგრამ მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: „საჩქაროდ დაბრუნდი, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.“
28
მიანება თავი საულმა დავითის დევნას და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31