bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 13
1 Samuel 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
1
საული იყო... წლისა, როცა გამეფდა და... წელი მეფობდა ისრაელზე.
2
გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში 3 ათასი კაცი. 2 ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან – ბენიამინის გიბეყაში. დანარჩენი ხალხი კი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3
გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ იონათანმა გაანადგურა გებაყში მდგარი ფილისტიმელი მეციხოვნენი. საულმა ბრძანა, ბუკი დაებერათ მთელს ქვეყანაში და გამოეცხადებინათ: ისმინონო ებრაელთ!
4
და გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა მეციხოვნენი, და მტრად ექცა ისრაელი ფილისტიმელთ, და შეიყარა მთელი ხალხი საულთან გილგალში.
5
და შეიკრიბნენ ფილისტიმელები ისრაელის წინააღმდეგ საომრად – 30 ათასი საომარი ეტლი, 6 ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ ისინი და ბეთ-ავენის აღმოსავლეთით, მიქმაშში დაბანაკდნენ.
6
როცა დაინახეს ისრაელიანთ, რომ გაუჭირდათ – რადგან ხალხი ძლიერ შეშინებული იყო, – მიიმალნენ მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, კლდის ნახეთქებში, ორმოებსა და ჯურღმულებში.
7
ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო; და მთელი ხალხი, ვინც მას გაჰყვა, დამფრთხალი იყო.
8
შვიდ დღეს იცადა მან, სამუელის მიერ დათქმულ ვადამდე, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში, ხალხი კი ეფანტებოდა.
9
და თქვა საულმა: „მომიყვანეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი!“ და აღავლინა სრულადდასაწველი.
10
ის იყო დაასრულა სრულადდასაწველის აღვლენა, და აჰა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11
სამუელმა კი უთხრა: „ეგ რა ჰქენი?“ მიუგო საულმა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროზე, ფილისტიმელები კი მიქმაშში არიან შეკრებილნი;
12
ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს; თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე სრულადდასაწველი.“
13
უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოქცეულხარ, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება; რაც მან გიბრძანა, არ შეასრულე; უფალი ხომ უკუნისამდე განამტკიცებდა შენს მეფობას ისრაელზე.
14
ამიერიდან ვეღარ გაძლებს შენი მეფობა; გამოძებნის უფალი თავისი გულის სასურველ კაცს და თავისი ხალხის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი უფალის ნაბრძანები არ დაიცავი.“
15
ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბეყაში. და დაითვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი – ექვსასამდე კაცი.
16
საული და მისი ძე – იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გებაყში დადგნენ, ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.
17
გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ქვეყნის დასარბევად სამი რაზმი. ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, შუყალის ქვეყნისკენ,
18
მეორე რაზმი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე – ცებოყიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.
19
მჭედელი აღარ იყო მთელს ისრაელის ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, ებრაელებმა მახვილები ან შუბები არ გაიკეთონო.
20
ამიტომ მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან ჩადიოდა, თუკი ვინმეს სახნისი, თოხი, ცული ან ნამგალი ჰქონდა გამოსაკვერი.
21
ორი მესამედი შეკელი ღირდა სახნისის, თოხის, ცულის ან ნამგლის ალესვა.
22
როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ საულისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები და შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს – იონათანს აღმოაჩნდათ.
23
და გაემართა ფილისტიმელთა მოწინავე რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისაკენ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31