bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 1
Proverbs 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 2 →
1
იგავნი სოლომონისა, დავითის ძისა, ისრაელის მეფისა.
2
შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გონიერ ნათქვამთა შესამეცნებლად;
3
ბრძნული ქცევის, სიმართლის, სამართლისა და სიწრფელის სწავლების მისაღებად;
4
ბრიყვთათვის გონიერების, ყმაწვილთათვის ცოდნისა და სიფრთხილის მისანიჭებლად.
5
ისმინოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, გონიერმა კი გამჭრიახობა შეიძინოს,
6
რომ მიხვდეს იგავებსა და ანდაზებს, ბრძენთა სიტყვებსა და გამოცანებს.
7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.
8
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ გადახვალ,
9
რადგან ისინი ბრწყინვალე გვირგვინია შენს თავზე და მშვენიერი სამკაული შენს ყელზე.
10
შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ.
11
თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოთ,
12
და ცოცხლად გადავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა საფლავში ჩამავალნი,
13
ყოველგვარ სიმდიდრეს მოვიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნაყაჩაღარით ავავსებთ;
14
წილი დაიდე ჩვენთან, საერთო ქისა გვექნება ყველას!“
15
შვილო ჩემო, ნუ ივლი მათი გზით, ფეხი მოარიდე მათ ბილიკებს,
16
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ რბის და სისხლის დათხევას ესწრაფვის;
17
ამაოდ უგებენ ფრინველს მახეს, თუ მისი მახვილი თვალი ხედავს მას.
18
თავიანთი სისხლის დასაღვრელად არიან ჩასაფრებულნი და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან ისინი.
19
ასეთია ყველა უძღები მომხვეჭლის გზები: საკუთარ თავს ღუპავენ ისინი.
20
სიბრძნე ქუჩებში ღაღადებს და მოედნებზე იმაღლებს ხმას;
21
ხალხმრავალ ადგილებში ქადაგებს, ქალაქის კარიბჭის ზღურბლთან ამბობს თავის სათქმელს:
22
„როდემდის უნდა უყვარდეთ უგუნურებს სიბრიყვე? როდემდის უნდა ტკბებოდნენ თავქარიანები თავქარიანობით? და როდემდის უნდა სძულდეთ სულელებს ცოდნა?
23
დაუბრუნდით ჩემს შეგონებებს, აჰა, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს.
24
მე მოგიხმობდით, თქვენ კი ყურს არ მიგდებდით; ხელს გიწვდიდით, მაგრამ გამგონე არავინ იყო.
25
თქვენ უგულებელყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონებები არ ისურვეთ.
26
ამიტომ მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე; გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ.
27
როცა ქარიშხალივით დაგაცხრებათ ძრწოლა და უბედურება გრიგალივით დაგატყდებათ თავს, როდესაც გეწევათ უბედურება და გასაჭირი,
28
მაშინ მომიხმობენ და მე არ ვუპასუხებ; ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვიან.
29
რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს,
30
არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ყველა ჩემი შეგონება, –
31
იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი ზრახვებით გაძღებიან.
32
რადგან ბრიყვებს მათი განდგომა მოკლავს და ქარაფშუტებს – მათი დაუდევრობა.
33
ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და არ ექნება უბედურების შიში.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31