bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 29
Proverbs 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
1
თუ მრავალგზის მხილებული მაინც ქედფიცხელობს, ანაზდეულად გადატყდება და არ იქნება მისთვის კურნება.
2
მართალთა აღზევებისას ხალხი ხარობს; უკეთურთა ბატონობისას კი გმინავს.
3
სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს.
4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას; მძიმედ დამბეგრავი კი ამხობს მას.
5
მოყვასთან მლიქვნელი, მახეს უგებს მას ფეხქვეშ.
6
ბოროტი კაცი დანაშაულის ხაფანგში ებმება, ხოლო მართალი მღერის და ხარობს.
7
მართალმა იცის ღატაკთა უფლებები, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა.
8
თავქარიანები ცეცხლს უკიდებენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას.
9
სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცს, ბრაზობს თუ იცინის, სულერთია, არ ექნება მოსვენება.
10
სისხლის მოყვარულებს სძულთ უბიწო, წრფელნი კი ზრუნავენ მასზე.
11
ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს.
12
თუ მმართველი სიცრუეს ყურს მიუგდებს, მისი ყველა მსახური უკეთური იქნება.
13
ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: თვალის ჩინს ორივეს უფალი აძლევს.
14
მეფე, რომელიც სამართლიანად ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს.
15
წკეპლას და შეგონებას სიბრძნე მოაქვს, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
16
უკეთურთა მმრთველობისას დანაშაული მრავლდება; მაგრამ მართალნი იხილავენ მათ დამხობას.
17
გაწვრთენი შვილი და შვებას მოგგვრის. სიამეს მიანიჭებს შენს გულს.
18
თუ გამოცხადებები არ არის მაღლიდან, ხალხი თავს იშვებს; ნეტარია რჯულის დამცველი.
19
სიტყვით ვერ გაწვრთნი მონას, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ დაგიჯერებს.
20
გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვის მეტი იმედი გქონდეს, ვიდრე ამგვარი კაცისა.
21
მონას თუ სიყრმიდანვე გაანებივრებ, მემკვიდრედ გაგიხდება.
22
მრისხანე კაცი შუღლს თესავს, და გულფიცხი ბევრს ცოდავს.
23
ქედმაღლობას დამცირება მოსდევს, თვინიერებას კი დიდება მოაქვს.
24
ქურდის მოზიარე თავის მოძულეა; ესმის როგორ წყევლიან ქურდს, მაგრამ არ ამხელს.
25
კაცის შიში მახეა, უფალს მინდობილი კი ხელშეუხებელია.
26
მრავალი ეძებს ბატონის მოწყალე სახეს, მაგრამ კაცის ბედი უფლის ხელთაა.
27
მართალთათვის საზიზღრობაა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სწორი გზით მავალია საზიზღრობა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31