bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 23
Proverbs 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
1
თუ მთავართან დაჯდები პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა გიდევს წინ;
2
თავი შეიკავე, თუ მსუნაგი ხარ.
3
ნუ მიეძალები მასპინძლის ნუგბარს, რადგან მაცდური პურია.
4
ძალ-ღონეს ნუ შეალევ გამდიდრებას, მოიშორე ამაზე ფიქრი.
5
გაიხედავ და აღარ არის, რადგან ორბივით ფრთებს შეისხამს და ზეცაში აფრინდება.
6
ნუ შეჭამ მოშურნესთან პურს, და გულით ნუ ისურვებ მის საჭმელებს,
7
რადგან რასაც ამბობს, იმას არ ფიქრობს: „ჭამე და სვიო“, გეუბნება, მისი გული კი სხვას ამბობს.
8
რაც ჭამე, უკან ამოარწყევ და ფუჭად დახარჯავ თავაზიან სიტყვებს.
9
ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.
10
ნუ შეცვლი ძველ საზღვრებს და ობოლთა ყანებში ნუ შეხვალ,
11
რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან.
12
გული მიაპყარ დარიგებას და ყური – ცოდნის სიტყვებს.
13
ნუ მოაკლებ წვრთნას შენს შვილებს; წკეპლა არ მოკლავს მათ.
14
წკეპლის ცემით შენ მის სულს სიკვდილისაგან იხსნი.
15
შვილო, თუ დაბრძენდება შენი გული, ჩემი გულიც გაიხარებს,
16
ჩემი გული გაიხარებს, როდესაც შენი პირიდან სიმართლეს გავიგებ.
17
ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილისა, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ,
18
რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.
19
ისმინე, შვილო, და იყავი ბრძენი, და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე.
20
ნუ იქნები მემთვრალეთა და ხორცით გაუმაძღართა შორის,
21
რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და ძილის მოყვარული ჩაიცვამს ძონძებს.
22
უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და ნუ მოიძულებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება.
23
სიმართლე შეიძინე და აღარ გაყიდო; შეიძინე სიბრძნე, შეგონება და გონიერება.
24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
25
გაიხარონ შენმა მამამ და დედამ – შენმა მშობელმა.
26
მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა.
27
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა სხვისი ცოლი.
28
ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ხალხში.
29
ვინ გმინავს? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უდანაშაულო ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30
ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის.
31
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, აზარფეშაში ნაპერწკლებს რომ ისვრის და მორაკრაკებს;
32
შემდეგ კი გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს.
33
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს;
34
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
35
იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებ სასმელს.“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31