bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 24
Proverbs 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 25 →
1
ნუ შეგშურდება ბოროტებისა და ნუ ისურვებ მათთან ყოფნას,
2
რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გონება და მათი ბაგენი მავნებლობაზე ლაპარაკობენ.
3
სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება;
4
ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო სიმდიდრით.
5
ბრძენი მეომარი ღონიერზე ძლიერია და მცოდნე კაცი – ძალ-ღონით სავსეზე.
6
გონივრულად წარმართე ომი და ხსნა მრჩეველთა სიმრავლის წყალობით გექნება.
7
სულელი ძნელად მისწვდება სიბრძნეს, კარიბჭესთან ენას ვერ დაძრავს.
8
სიავის განმზრახველს ბოროტმოქმედი ჰქვია.
9
ბრიყვის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი სიძულვილს იმკის.
10
თუ გასაჭირის დღეს დაეცემი, უძლური ყოფილხარ.
11
იხსენ სასიკვდილოდ წაყვანილნი და ნუ მიატოვებ სასიკვდილოდ განწირულთ;
12
თუ იტყვი: „ჩვენ ხომ არ ვიცოდით,“ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა განა არ იცის და არ მიუზღავს ადამიანებს მათი საქმისამებრ?
13
ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია იგი და გოლეულიც ეტკბობა შენს სასას.
14
ასეთივეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი იმედი არ გაწბილდება.
15
ნუ ჩაუსაფრდები, უკეთურო, მართლის სახლს, თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს,
16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან.
17
შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული,
18
თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში, და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
19
ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა,
20
რადგან მომავალი არა აქვს ბოროტებას; უკეთურთა სანთელი ჩაქრება.
21
გეშინოდეს, შვილო, უფლისა და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი,
22
რადგან უცაბედად მოვა მათგან დაღუპვა, და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ?
23
ესეც ბრძენთა ნათქვამია: მიკერძოებით განსჯა ცუდია.
24
ვინც დამნაშავეს ამართლებს, ხალხი დასწყევლის და ერი შეაჩვენებს;
25
ხოლო დამნაშავეთა განმსჯელნი სათნო იქნებიან და მათზე კეთილი კურთხევა გადმოვა.
26
ვინც მართალ სიტყვას ამბობს, ის პირზე კოცნის.
27
ჯერ გარეთ მოათავე შენი საქმე, მინდვრად ხვნა-თესვას მორჩი და მერე ააშენე სახლი.
28
ნუ დადგები შენი მოძმის წინააღმდეგ ცრუ მოწმედ, შენი ენა ნუ იტყვის სიცრუეს.
29
ნუ იტყვი: „როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი, რაც გამიკეთა, იმას გავუკეთებ.“
30
ზარმაცი კაცის ყანასთან გავიარე და მცონარას ვენახთან,
31
და აჰა, მთლად ღვარძლით იყო სავსე, ეკალ-ბარდებს დაეფარა მთლიანად და ღობე მორღვეულიყო.
32
და ეს რომ ვნახე, ჩავფიქრდი და ჭკუა ვისწავლე:
33
ცოტას წაუძინებ, ცოტას წასთვლემ, თავქვეშ ამოიწყობ ხელებს,
34
და სიღატაკე ყაჩაღივით დაგადგება თავს და სიღარიბე – იარაღასხმული მეომარივით.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31