bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 27
Proverbs 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
1
ნუ იქადი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი, ეს დღე რას მოიტანს.
2
ნუ შეიქებ თავს, სხვამ შეგაქოს; სხვამ, და არა შენმა ბაგეებმა.
3
ლოდი მძიმეა და არც ქვიშაა მსუბუქი, ხოლო სულელის რისხვა ორივეზე მძიმეა.
4
მრისხანება სისასტიკეა, ბრაზი – წამლეკავი, შურს კი ვინ აღუდგება წინ?
5
ცხადი მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს.
6
მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.
7
მაძღარი თაფლსაც დაიწუნებს, მშიერს კი მწარეც ტკბილი ჰგონია.
8
სახლიდან გადახვეწილი კაცი მსგავსია ბუდემოშლილი ჩიტისა.
9
ზეთი და საკმეველი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.
10
შენს მეგობარსა და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ წახვალ შენი გასაჭირის დღეს. კარის მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას.
11
დაბრძენდი, შვილო, და გამიხარე გული; და მეც სათქმელი მექნება მოწინააღმდეგისთვის.
12
გონიერი ხედავს საფრთხეს და იმალება, გულუბრყვილო კი ჯიქურ მიდის და ისჯება.
13
აიღე მისი მოსასხამი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გაცემული გირაოც.
14
ხმამაღალი მისალმება დილაუთენია წყევლად ჩაეთვლება მიმსალმებელს.
15
რაღა ცივი წვიმა და რაღა ანჩხლი ცოლი;
16
მისი შემკავებელი ქარს აკავებს და მუჭით ზეთს იჭერს.
17
რკინა რკინას ლესავს და კაცი კაცს.
18
ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს და ბატონის მომვლელს პატივი არ მოაკლდება.
19
როგორც წყალში ირეკლება კაცის სახე, ისე ირეკლება გული – გულში.
20
როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი.
21
ვერცხლი ბრძმედში იწრთობა გამოხურვებით, ოქრო – ქურაში, კაცი კი ქებით გამოიცდება.
22
ფილაშიც რომ ნაყო სულელი, სიბრიყვეს ვერ მოაცილებ.
23
იცოდე შენი სამწყსოს ზნე და იზრუნე ფარაზე,
24
რადგან საუკუნო არა არის სიმდიდრე და მუდამ არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაზე.
25
ბალახი ჭკნება, მაგრამ ამოიწვერება ახალი ჯეჯილი, და გადაითიბება მთის კალთები;
26
გეყოლება ცხვარი სამოსისათვის და თხა – მინდვრის საფასურისთვის,
27
თხის რძე საკმარისი გექნება სახლეულისა და მონა-მხევალთა სარჩენად.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31