bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 20
Proverbs 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 21 →
1
ღვინო კაცს მასხარად აქცევს, მაგარი სასმელი – შფოთს ატეხინებს და მისით გზას აცდენილი უჭკუოა.
2
მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვას ჰგავს და ვინც მას განარისხებს, თავს საფრთხეში იგდებს.
3
შუღლის აღკვეთა ღირსეული საქციელია, სულელი კი შფოთის ამტეხია.
4
ზარმაცი თავის დროზე არ ხნავს, მკის დროს კი დაფაცურდება, მაგრამ რას მოიმკის?
5
კაცის გულის ზრახვები ღრმა მორევია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მათ.
6
ბევრი იქადის თავისი სიკეთით, მაგრამ საიმედო ადამიანს სად ნახავ?
7
ნეტარია მისი მოდგმა, ვინც მართალია და უზაკველად ატარებს ცხოვრებას;
8
მეფე, რომელიც მსაჯულის ტახტზე ზის, ყოველგვარ ბოროტებას აქარწყლებს თვალის გადავლებით.
9
ვის შეუძლია თქვას: „მანკიერება არ არის ჩემს გულში, მე განვიწმიდე ჩემი ცოდვებისაგან?“
10
მრუდე საწონი და მრუდე ადლი – ერთიც და მეორეც სძულს უფალს.
11
ბავშვებიც კი ამჟღავნებენ თავს თავიანთი საქციელით, სწორი თუ არასწორი მოქმედებით.
12
გამგონე ყური და დამნახავი თვალი – ორივე უფლის შექმნილია.
13
ძილისგუდა ნუ იქნები და არ გაღატაკდები. თვალს ნუ მოხუჭავ და პური გექნება.
14
„არ ვარგა, არ ვარგა“ – ამბობს მყიდველი, – ცოტას გაივლის და ნავაჭრით ტრაბახობს.
15
არსებობს ოქრო და მრვალი თვალ-მარგალიტი, მაგრამ ყველაზე დიდი განძი მცოდნე ბაგეებია.
16
აიღე მისი სამოსი, ვინც უცხოს დაუდგა თავდებად; გამოართვი უცხოელისთვის მიცემული გირაო.
17
არამად ნაშოვნი პური ეტკბილება კაცს, ბოლოს კი ბელტებით აევსება პირი.
18
გეგმები რჩევით მწიფდება; ომიც სიბრძნით უნდა მომზადდეს.
19
ჭორიკანა საიდუმლოს გამცემია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაიკარებ.
20
დედ-მამის მაგინებელს სანთელი ჩაუქრება უკუნეთ ღამეში.
21
ნაჩქარევად მოპოვებული სამკვიდრო ბოლოს უკურთხეველი დარჩება.
22
ნუ იტყვი: „მივაგებ ბოროტს სანაცვლოს“, უფალს მიენდე და ის დაგეხმარება.
23
ყალბი საწონები სძულს უფალს, და მრუდი სასწორი არ არის კარგი.
24
კაცის ნაბიჯებს უფალი წარმართავს; მაშ როგორ გაიგებს ადამიანი საკუთარ გზა-კვალს?
25
მახეა კაცისთვის ნაჩქარევი სიტყვები: „ეს წმიდაა“ და დაუფიქრებლად მიცემული აღთქმა.
26
ბრძენი მეფე გაფანტავს უკეთურთ და კევრით გალეწავს მათ.
27
კაცის სული უფლის სანთელია, აშუქებს გულის ყველა კუთხე-კუნჭულს.
28
მოწყალება და სიმართლე იცავენ მეფეს, და სამართალი განამტკიცებს მის ტახტს.
29
ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა, მოხუცთ კი ჭაღარა ამშვენებთ.
30
დარტყმა და ჭრილობა ბოროტისგან განმწმედია, გვემა კი კაცის შინაგანს ასუფთავებს.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31