bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 13
Proverbs 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
1
ბრძენ შვილს უყვარს მამის შეგონება, თავხედი კი ყურს არ უგდებს მხილებას.
2
გონიერი თავის ბაგეთა სიტყვების კეთილ ნაყოფს იგემებს, უღმრთოთა მისწრაფება კი ბოროტებას იმკის.
3
ვინც თავის ბაგეებს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს, ყბედს კი უბედურება ელის.
4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითის სული კი აღივსება.
5
მართალს სძულს ცრუ სიტყვა, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
6
უბიწოს სიმართლე იცავს მის გზაზე, უკეთურს კი ცოდვა ღუპავს.
7
ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და არაფერი აქვს, ზოგი კი – ღარიბად და დიდი ქონება აქვს.
8
მდიდარს სიმდიდრე სიცოცხლის გამოსასყიდად შეიძლება დასჭირდეს, ღარიბს კი ეს საფრთხე არ ემუქრება.
9
მართალთა ნათელი ბრწყინავს, უკეთურთა სანთელი კი ქრება.
10
ამპარტავნება წარმოშობს შუღლს, ხოლო სადაც რჩევაა, იქ სიბრძნეა.
11
ქარით მოტანილი ქონება მცირდება, შრომით შემკრებელი კი ამრავლებს მას.
12
აუხდენელი იმედი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.
13
ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება, მცნების მოშიში კი საზღაურს მიიღებს.
14
ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახისგან გამრიდებელი.
15
კეთილგონიერება მადლის მომცემია, ორგულთა გზა კი წარწყმედაა.
16
ყოველი გონიერი საზრიანად მოქმედებს, უგუნურნი კი სისულელეს ამჟღავნებენ.
17
უკეთურ მაცნეს უბედურება მოაქვს, ერთგულ მოამბეს კი – კურნება.
18
სიღარიბე და დამცირება ეწევა მას, ვინც დარიგება უკუაგდო; ხოლო შეგონების დამცველი პატივში იქნება.
19
აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენს კი სძაგს ბოროტებისაგან განდგომა.
20
ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.
21
ცოდვილებს ბოროტება თან სდევთ, მართალთ კი კეთილდღეობა მიეზღვებათ.
22
კეთილი კაცი შვილთაშვილთ მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლთათვის ინახება.
23
ღარიბთა ყანებშიც შეიძლება კარგი მოსავალი მოვიდეს, მაგრამ უსამართლობით დაეკარგოს.
24
ვინც თავისი შვილისთვის წკეპლას ზოგავს, სძულს ის, ხოლო ვისაც უყვარს შვილი, ბეჯითად წვრთნის მას.
25
მართალი ძღომაზე ჭამს, უკეთურთა მუცელი კი ცარიელია.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31