bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 28
Proverbs 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
1
ბოროტნი მაშინაც გარბიან, როცა არავინ მისდევთ; მართალნი კი ლომივით უშიშარნი არიან.
2
ამბოხის დროს მმართველები მრავლდებიან, ხოლო გონიერ და მცოდნე კაცთა ხელში ხანგრძლივი სტაბილობაა.
3
ღატაკი, რომელიც ჩაგრავს ღატაკს, წვიმის თქეშია, ნათესს რომ სპობს.
4
რჯულის დამტოვებელნი უღვთოს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ებრძვიან ურჯულოს.
5
ბოროტთ არ ესმით, რა არის სამართალი, უფლის მაძიებელთ კი ყველაფერი იციან.
6
თავისი სიმართლით მავალი ღარიბი სჯობს მრუდე გზით მავალ მდიდარს.
7
რჯულის დამცველი გონიერი ძეა; ხარბებთან დამეგობრებული კი მამის შემარცხვენელია.
8
ვინც ქონებას ვახშითა და სარგებლით იმრავლებს, ღატაკთა მწყალობლისთვის აგროვებს მას.
9
ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.
10
ვინც წრფელებს აცდუნებს და ბოროტი გზისკენ უბიძგებს, თავად ჩავარდება თავის ამოთხრილ ორმოში; ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
11
მდიდარ კაცს ბრძენი ჰგონია თავი, მაგრამ მას გონიერი უპოვარი ამხელს.
12
მართალთა აღზევება დიდი ზეიმია, უკეთურთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
13
საკუთარ დანაშაულთა დამფარველს ხელი არ მოემართება, ვინც აღიარებს და მიატოვებს ცოდვას, შეიწყალებული იქნება.
14
ნეტარია ფრთხილი კაცი, ხოლო ვინც გულს გაისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.
15
უკეთური ბატონი ღატაკთათვის მბრდღვინავი ლომია და მღრინავი დათვი.
16
უგუნური მთავარი სასტიკი მოძალადეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
17
კაცის სისხლით დამძიმებულმა სამარემდე ირბინოს, ნურავინ დაეხმარება მას.
18
უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, ხოლო ღვლარჭნილი გზით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
19
თავისი მიწის მხვნელ-მთესველი მაძღარი იქნება; ამაო საქმეთა მადევარი კი სიღარიბით აივსება.
20
ერთგული კაცი კურთხევითაა მდიდარი, გამდიდრების მოსწრაფე კი დაუსჯელი არ დარჩება.
21
პირმოთნეობა კარგი არ არის: პირმოთნე ლუკმა პურისთვისაც კი შესცოდავს.
22
ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ემუქრება.
23
მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირმოთნე.
24
ვინც დედ-მამას ძარცვავს და ამბობს: „ეს დანაშაული არ არის,“ მარცველთა თანაზიარია.
25
ხარბი მუდამ შუღლს ეძებს, უფალს მინდობილი კი გამდიდრდება.
26
საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება.
27
ღარიბის გამკითხავი არ გაღარიბდება, ხოლო ვინც გაჭირვებულს თვალს არიდებს, წყევლა-კრულვით აივსება.
28
უკეთურთა აღზევებისას ხალხი იმალება, ხოლო მათი წარწყმედისას მართალნი ძლიერდებიან.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31