bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 31
Proverbs 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
1
იტყვანი მეფე ლემუელისა, მისნისა, რომლებსაც ასწავლიდა დედამისი:
2
რაო, ჩემო შვილო, რაო, შვილო ჩემი მუცლისა? რაო, შვილო ჩემი აღთქმებისა?
3
ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველ დიაცებს!
4
მეფეებს არ შეჰფერით, ლემუელ, მეფეებს არ შეჰფერით ღვინის სმა, და არც მთავრებს – თაფლუჭზე მიძალება,
5
თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონებს, გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.
6
მიეცით ძლიერი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – გამწარებულს.
7
დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
8
გახსენი პირი მუნჯებისთვის, ყველა მიტოვებულისთვის სამართლის გასაჩენად.
9
გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი ღარიბ-ღატაკთა უფლებები.
10
ვინ იპოვის გამრჯე ცოლს? ობოლ მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
11
ენდობა მას მისი ქმრის გული და არ მოაკლდება შემოსავალი.
12
ის მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს ქმარს და არა ვნებას.
13
მატყლს და სელს მოიპოვებს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელით.
14
სავაჭრო ხომალდივით არის იგი – შორიდან ეზიდება საზრდოს.
15
გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ.
16
შეარჩევს მიწას და შეიძენს, თავისი ხელით აშენებს ვენახს.
17
ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს.
18
ხედავს თავისი შრომის ნაყოფს და ღამით არ ქრება მისი სანთელი.
19
ჯარას აბრუნებს და თითისტარს ატრიალებს.
20
გლახაკთან ხელგაშლილია და მკლავს აშველებს დავრდომილს.
21
არ აშინებს ყინვა, რადგან მთელი ოჯახი თბილად ჰყავს შემოსილი.
22
ფარდაგებს იკერავს და სელითა და ძოწეულით იმოსება.
23
მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან და ქვეყნის უხუცესებს შორის ზის.
24
სელის სამოსს კერავს და ყიდის; სარტყლებს ვაჭრებს ატანს გასაყიდად.
25
ძალით და ღირსებით არის მოსილი და ხვალინდელ დღეს ღიმილით ხვდება.
26
პირს სიბრძნით ხსნის და მადლიან დარიგებებს წარმოსთქვამს მისი ენა.
27
კარგად უძღვება საოჯახო საქმეებს და მუქთა პურს არ ჭამს.
28
დგებიან მისი შვილები და ლოცავენ დედას; ქმარიც დგება და აქებს მას:
29
„მრავალი ქალი მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!“
30
მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.
31
მიაგეთ მას მისი გარჯის ნაყოფი და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31