bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 6
Proverbs 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 7 →
1
შვილო ჩემო, თუ თავდებად დაუდექი შენს ახლობელს, თუ ხელი მიეცი სხვისთვის, –
2
მახეში გაები შენი სიტყვით, შენი ბაგეთა ნათქვამის ტყვედ ქცეულხარ.
3
ეცადე, შვილო ჩემო, და რაღაც იღონე, რომ გადარჩე შენი მეზობლის ხელიდან: წადი, იჩქარე, შეეხვეწე, არ მოეშვა;
4
თვალი არ მოხუჭო, ძილი არ მიაკარო შენს ქუთუთოებს,
5
იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირისაგან და ვით ფრინველმა ფრინველთა მჭერისგან.
6
მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის გზებს და ისწავლე სიბრძნე.
7
არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი.
8
ზაფხულში იმზადებს საზრდოს და მოსავლის აღებისას აგროვებს საკვებს.
9
როდემდე იწვები, მცონარავ? როდის გეღირსება გაღვიძება?
10
ცოტას კიდევ იძინებ, ცოტას წასთვლემ, კიდევ იქნები გულხელდაკრეფილი,
11
და თავს დაგადგება სიღატაკე მაწანწალასავით, და გაჭირვება – ყაჩაღივით.
12
კაცი უგვანი და უსამართლო სიცრუეს ვერ იშლის,
13
თვალებს ჭუტავს, ფეხს იცვლის, ხანაც თითებს იშვერს.
14
მანკიერია მისი გული, ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს, განხეთქილებას თესავს.
15
ამიტომ ანაზდად ეწევა უბედურება და უკურნებელი მარცხი.
16
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:
17
ამპარტავანი მზერა, ცრუ ენა, უცოდველი სისხლით დასვრილი ხელი,
18
ბოროტ ზრახვათა მზრახველი გული, ბოროტებისკენ მორბენალი ფეხი,
19
ცრუ და მზაკვარი მოწმე, და ძმათა შორის შუღლის მთესავი.
20
დაიცავი, შვილო ჩემო, მცნება მამისა, და დედის დამოძღვრას ნუ გადახვალ.
21
გულზე დაიბნიე სამუდამოდ და ყელზე შემოიხვიე;
22
სიარულისას გიწინამძღვრებენ, ძილში დაგიფარავენ და გამოღვიძებულს კეთილად გესაუბრებიან.
23
რადგან მცნება ლამპარია, სწავლა – სინათლეა, ხოლო შეგონება სიცოცხლის გზაა.
24
ისინი დაგიფარავენ ავი ქალისაგან, უცხო ქალის დაშაქრული ენისაგან.
25
გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით,
26
რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია.
27
ვინ გამოიკრავს ცეცხლს უბეში, სამოსელი რომ არ დაეწვას?
28
თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე ფეხების დაუწველად?
29
ასევეა სხვის ცოლთან მიმსვლელიც, დამნაშავე იქნება მისი მიმკარებელი.
30
არ შეიზიზღებენ ქურდს, რომელიც ლუკმაპურს იპარავს მშიერი;
31
მაგრამ თუ წაასწრებენ პარვაზე, შვიდმაგად ახდევინებენ, მთელ ქონებას ართმევენ.
32
ვინც ქმრიან ქალთან მრუშობს, უგუნურია. თავს იღუპავს ამის ჩამდენი.
33
გვემასა და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი ვერ წარიხოცება.
34
რადგან ეჭვიანობა ქმარს განარისხებს, და არ დაინდობს ის შურისგების დღეს.
35
არ მიიღებს გამოსასყიდს და არ მოლბება, რაც უნდა აძლიო.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31