bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 5
Proverbs 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 6 →
1
შვილო ჩემო, უსმინე ჩემს სიბრძნეს და ყური მიაპყარ ჩემს სწავლებას,
2
რათა შეინარჩუნო გონიერება და შენმა ბაგეებმა დაიმარხონ ცოდნა.
3
რადგან თაფლი მოსწვეთს უცხო ქალის ბაგეთაგან და ზეთივით ნაზია მისი სიტყვები,
4
ბოლოს კი აბზინდაზე უმწარესი გახდება და ბასრი, ვით ორლესული მახვილი.
5
მისი ფეხი სიკვდილისკენ მიდის, შავეთისკენ მიემართება,
6
სიცოცხლის გზაზე ვერ დადის, გზა-კვალი არეული აქვს, ვეღარას აგნებს.
7
მაშ მისმინეთ, შვილებო და ნუ უკუიქცევით ჩემს სიტყვათაგან.
8
შორს დაიჭირე თავი მისგან და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,
9
რათა არ მისცე სხვებს შენი ღირსება და წლები შენი სიცოცხლისა – დაუნდობელთ,
10
რათა არ აღივსონ სხვები შენი ძალით, და შენი ნაოფლარით არ გაივსოს უცხოთა სახლები.
11
და აკვნესდები ბოლოს, როცა ძვალ-ტყავად იქცევი,
12
და იტყვი: „რად მოვიძულე დარიგება და შეგონება რად შეიძაგა ჩემმა გულმა?
13
რად არ ვუსმინე ჩემს მწვრთნელთა ხმას, რად არ მივაპყარ ყური დარიგებებს?
14
განადგურების პირასა ვარ თემისა და ხალხის წინაშე.“
15
სვი წყალი შენი ჭიდან და შენი წყაროდან.
16
რად უნდა იდინონ შენმა წყაროებმა ქუჩებში და ნაკადულებმა – მოედნებზე?
17
მხოლოდ შენი იყოს ისინი და უცხო ნურავინ ჩაგეზიარება.
18
კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარე შენი სიჭაბუკის მეუღლით,
19
საყვარელი შვლითა და ტურფა ნიამორით. მისმა მკერდმა მოგიკლას წყურვილი მარადჟამ, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ!
20
რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და რატომ ეხვევი უზნეოს მკერდს?
21
რამეთუ უფლის თვალწინაა კაცის გზები, და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
22
საკუთარი ავკაცობა შეიპყრობს უკეთურს და თავისი ცოდვის ბორკილებში გაიხლართება;
23
მოკვდება უგუნურებით, უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31