bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 10
Proverbs 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 11 →
1
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის საწუხარია.
2
უკეთურთა საუნჯენი უსარგებლოა, სიმართლე კი სიკვდილისაგან იხსნის.
3
უფალი არ დაამშევს მართალის სულს, უკეთურთა სიხარბეს კი უკუაგდებს.
4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს.
5
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, სამკალში მძინარა კი შემარცხვენელია.
6
უფლის კურთხევაა მართლის თავზე, უკეთურთა ბაგენი კი ძალადობას ქადაგებენ.
7
მართლის ხსოვნა კურთხეულ იქნება, ხოლო უკეთურთა სახელიც კი იხრწნება.
8
გულით ბრძენი რჩევებს მიიღებს, სულელურად მოლაქლაქე კი უბედურებას გადაეყრება.
9
სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი გამომჟღავნდება.
10
თვალის ჩამკვრელს წუხილი მოაქვს, ბრიყვულად მეტყველი კი უბედურებას გადაეყრება.
11
მართლის ბაგენი სიცოცხლის წყაროა, უკეთურთა ბაგენი კი ძალადობას ქადაგებენ.
12
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
13
გონიერის ბაგეებზე სიბრძნეა, უგუნურის ზურგს კი წკეპლა ელის.
14
ბრძენი ცოდნას იუნჯებს, სულელის სიტყვები კი დაღუპვას აახლოებს.
15
მდიდრის ქონება მისთვის ციხე-სიმაგრეა, ხოლო ღარიბთა სიღატაკე დამღუპველია მათთვის.
16
მართლის შრომა სიცოცხლისთვისაა, უკეთურის მონახვეჭი კი – ცოდვისათვის.
17
შეგონებათა დამცველი სიცოცხლის გზით დადის, მისი უკუმგდებელი კი გზააბნეული დაეხეტება.
18
სიძულვილს ვინც მალავს, ცრუ ბაგეები აქვს, ჭორების დამყრელი კი სულელია.
19
მრავალსიტყვაობისას ცოდვა გარდაუვალია, გონიერი კი ბაგეებს ალაგმავს.
20
მართლის ენა რჩეული ვერცხლია, უკეთურის გონება კი არად ფასობს.
21
მართლის ბაგენი მრავალთ მწყემსავენ, სულელნი კი უჭკუობით იხოცებიან.
22
უფლის კურთხევა ამდიდრებს მართალს და მწუხარება არ ეწევა მას.
23
ავის ქმნა ბრიყვის გასართობია, ხოლო სიბრძნე – გონიერის.
24
რაც უკეთურს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი წადილი აუსრულდება.
25
გადაივლის ქარიშხალი და აღარ დარჩება უკეთური, მართალი კი საუკუნოდ დაფუძნდება.
26
რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა მცონარა მისი დამსაქმებლისთვის.
27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, უკეთურთა სიცოცხლე კი მოკლეა.
28
მართალთა სასოებას სიხარული მოსდევს, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება.
29
გზა უფლისა სიმტკიცეა მართალთათვის, ხოლო ავისმქნელთ ანადგურებს უფალი.
30
მართალი არ შეირყევა უკუნისამდე, უკეთურნი კი ვერ დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
31
მართლის პირს სიბრძნე მოაქვს, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32
მართალთა ბაგეებიდან სიკეთე მოედინება, ბოროტთა პირიდან კი უკუღმართობა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31