bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 14
Proverbs 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
1
ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
2
სწორი გზით მავალს ეშინია უფლისა; გზის გამამრუდებელი კი გმობს მას.
3
სულელის სიტყვები მისი დამსჯელი წკეპლაა, ბრძენთ კი მათი ბაგენი იცავენ.
4
სადაც ხარები არ არიან, იქ ბაგა ცარიელია, დიდი მოსავალი კი ხარის ძალითაა.
5
სარწმუნო მოწმე არ ცრუობს, ცრუ მოწმე კი ტყუილებით სუნთქავს.
6
ღვთის მგმობი სიბრძნეს ეძებს და ვერ პოულობს, გონიერი კი ადვილად იძენს ცოდნას.
7
განერიდე ბრიყვს, ჭკვიანურ სიტყვას ვერ მოისმენ მისი პირიდან.
8
გონიერთა სიბრძნე საკუთრი გზის ცოდნაა, უგუნურს კი უგუნურება აცდენს გზას.
9
ბრიყვნი იცინიან დანაშულზე, მაგრამ უფლის მადლი წრფელთა შორისაა.
10
მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, და ვერც მის სიხარულს გაინაწილებს სხვა.
11
უკეთურთა სახლი დაემხობა, მართალთა კარავი კი აყვავდება.
12
არის გზა, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
13
ზოგჯერ სიცილის დროსაც შეიძლება კაცს გული სტკიოდეს და მხიარულების ბოლო სევდა იყოს.
14
გარყვნილ კაცს თავისი გზების შესაბამისად მიეზღვება, კეთილს – მისი საქმეების შესაფერად.
15
სულელი ყოველ სიტყვას იჯერებს, გონიერი კი თავის ნაბიჯებს ზომავს.
16
ბრძენი ფრთხილობს და გაურბის ბოროტებას; ბრიყვი კი თავგასული და წინდაუხედავია.
17
გულფიცხ კაცს სისულელე წასცდება, ავისგანმზრახველს კი სიძულვილი ელის.
18
უგუნურებს სისულელე ამშვენებს, გონიერთ კი ცოდნის გვირგვინი ამკობთ.
19
ბოროტნი კეთილთა წინაშე მოიდრეკენ ქედს, უკეთურნი – მართალთა კარიბჭეებთან.
20
ღარიბი თავისიანსაც სძულს, მდიდარს კი მრავალი მეგობარი ჰყავს.
21
მოყვასის მოძულე სცოდავს, ღარიბთა მოწყალე კი ნეტარია.
22
განა ავისმზრახველთა გზა-კვალი არეული არ არის? კეთილგანმზრახველთ კი წყალობა და ჭეშმარიტება ახლავთ.
23
ყოველ გარჯაში მატებაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვთ.
24
ბრძენთა გვირგვინი მათი სიბრძნეა, ბრიყვებს კი სიბრიყვე ამშვენებთ.
25
მართალი მოწმე სიცოცხლეს იხსნის, ცრუ კი მოღალატეა.
26
უფლის მოშიშს, მტკიცე სიმაგრე აქვს, და მისი ძენიც დაცულნი იქნებიან.
27
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეთაგან მხსნელი.
28
ხალხის სიმრავლე მეფის დიდებაა, ხოლო ხალხის შემცირება კი მმართველის დაღუპვას იწვევს.
29
ნელი რისხვაში დიდად გონიერია, ფიცხი კი სისულელეს ამჟღავნებს.
30
ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გონება, შფოთვა კი ძვალთა ხრწნაა.
31
გლახაკის მჩაგვრელი მათ შემოქმედს შეურაცხყოფს, ღატაკის შემწყალე კი უფლის მადიდებელია.
32
უკეთურს მისი ბოროტება დაამხობს, მართალს კი უბიწოება იცავს.
33
გონიერის გულში სიბრძნეა დავანებული, ბრიყვთა გული კი მას არ იცნობს.
34
სიმართლე აღაზევებს ერს, ცოდვა კი ხალხის გაჩანაგებაა.
35
გონიერი მსახურის ხვედრი მეფის წყალობაა; შემარცხვენელს კი მისი რისხვა ელის.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31