bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 16
Proverbs 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 17 →
1
გულის ზრახვანი კაცისგანაა, პასუხი კი უფლისგან მოდის.
2
კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი წონის სულს.
3
მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება.
4
უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისათვის შექმნა, თვით უკეთურიც კი – უბედური დღისათვის.
5
ყველა ქედმაღალი სძულს უფალს; ნამდვილად ვერ გაექცევიან ისინი სასჯელს.
6
წყალობითა და პატიოსნებით განიწმიდება ცოდვა; და უფლის შიშით განუდგება კაცი სიავეს.
7
როდესაც მოსაწონია უფლისთვის კაცის გზები, მტრებსაც კი დაუშოშმინებს მას.
8
სჯობს სიმართლით მცირედი უსამართლობით მონახვეჭ მრავალს.
9
ადამიანი ირჩევს გზას, უფალი კი წარმართავს მის ნაბიჯებს.
10
შთაგონებული სიტყვაა მეფის ბაგეებზე, სამსჯავროში არ შესცოდავს მისი პირი.
11
სწორი სასწორი და საწონები უფლისაა.
12
სძაგთ მეფეებს ბოროტმოქმედება, რამეთუ სამართლით ფუძნდება ტახტი.
13
სათნოა მეფისათვის მართალი ბაგენი და წრფელად მოუბარი უყვარს მას.
14
მეფის გულისწყრომა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი დააცხრობს მას.
15
მეფის სახის ნათელი სიცოცხლეა, მისი წყალობა კი გაზაფხულის წვიმის მომტანი ღრუბელივითაა.
16
სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია და გონიერების მოპოვება – ვერცხლზე.
17
მართალთა გზა ბოროტებისგან გარიდებულია; თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს იცავს.
18
ამპარტავნება წინ უსწრებს დაღუპვას, და ქედმაღლობა – დაცემას.
19
ღატაკთან ერთად სულიერი მორჩილება გერჩივნოს ამაყის ნადავლში მოწილეობას.
20
საქმეში ფრთხილი სიკეთეს ჰპოვებს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
21
გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ და ტკბილი ბაგენი დამარწმუნებელია.
22
სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მფლობელისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
23
ბრძენის გული გონიერს ხდის მის მეტყველებას, და მის ბაგეებს დამარწმუნებლობას მატებს.
24
საამო სიტყვა გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ხორცის კურნება.
25
არის გზა, რომელიც სწორი ჰგონია კაცს, მისი ბოლო კი სიკვდილის გზაა.
26
მადა მშრომელის მამოძრავებელია, შიმშილი უბიძგებს შრომისაკენ.
27
უღირსი კაცი ბოროტებას იზრახავს და მის ბაგეებზე მწველი ცეცხლი გიზგიზებს.
28
უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ჭორის გამავრცელებელი მეგობრების გამყრელია.
29
მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე აყენებს;
30
ვინც თვალს ჭუტავს, უკუღმართობას ზრახავს, ვინც ტუჩებს იკვნეტს – სიავე მოაქვს.
31
ჭაღარა დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე მოიპოვება იგი.
32
ნელი რისხვაში ძლიერს სჯობს, ხოლო ვინც საკუთარ თავს დაიურვებს – ქალაქის დამპყრობს.
33
წილისყრა კალთიდან ხდება, მაგრამ გადაწყვეტა უფლისგანაა.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31