bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 4
Proverbs 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
1
ისმინეთ, შვილებო, მამის დარიგება, ყური დაუგდეთ, ჭკუა რომ ისწავლოთ.
2
რადგან კარგ შეგონებებს გაძლევთ ის; ნუ მიატოვებთ ჩემს მოძღვრებას,
3
რადგან მეც შვილი ვიყავი ჩემი მამისა, ნებიერი ჩემი დედისა,
4
მამა მასწავლიდა და მეუბნებოდა: „მიიღოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ.
5
შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს.
6
ნუ განაგდებ სიბრძნეს და ის შეგეწევა შენ, გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ.
7
სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, ყოველგვარი საუნჯის ფარდად გამჭრიახობა შეიძინე.
8
განადიდე იგი და აგამაღლებს შენ, პატივს მოგაგებს, თუ შეიტკბობ მას.
9
ის დაგადგამს მადლის გვირგვინს, დიდების შარავანდედით შეგამკობს შენ.“
10
ისმინე, შვილო ჩემო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიმრავლდება შენი სიცოცხლის წლები.
11
მე გასწავლე სიბრძნის გზა და სწორი გზა მიგითითე.
12
გზაში არ დაგიმოკლდება ნაბიჯი და გაქცეული არ წაიბორძიკებ.
13
კრძალვით მოეპყარ ჩემს დარიგებას, ნუ მიატოვებ, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
14
უკეთურთა კვალზე ნუ ივლი და ბოროტთა გზას ნუ დაადგები,
15
ჩამოსცილდი მას და ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე და გაიარე.
16
რადგან არ დაიძინებენ ისინი, ბოროტება თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ ვინმე არ აცდუნეს,
17
რადგან უღმრთოების პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ.
18
მართალთა კვალი განთიადის ნათელივითაა, რომელიც თანდათან ძლიერდება დღის დადგომამდე.
19
უღმრთოთა გზა კი წყვდიადია, არ იციან, სად წაიბორძიკებენ.
20
შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს უსმინე და ჩემს ნათქვამს მოაპყარ ყური;
21
ნუ მოიშორებ მათ, გულის წიაღში დაიმარხე,
22
რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი სხეულისათვის.
23
ყველა დასაცავზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.
24
მოიცილე სიცრუე ბაგეთაგან და მზაკვრობა ენისაგან.
25
დაე, შენმა თვალებმა წინ იყურონ, და შენი წამწამები არ დახარო.
26
სწორად წარმართე შენი ნაბიჯები და ყველა შენი გზა უსაფრთხო იქნება.
27
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ და ფეხი შენი განარიდე ბოროტებას.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31