bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 22
Proverbs 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
1
კეთილი სახელი სიმდიდრეზე უკეთესია და ადამიანთა კეთილგანწყობა – ოქროსა და ვერცხლზე.
2
მდიდარი და ღატაკი ერთად შეიყრებიან – ორივე უფლის ქმნილებაა.
3
გონიერი ხედავს საფრთხეს და გაერიდება, ბრიყვები კი არ ეპუებიან და ისჯებიან.
4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე.
5
ეკალი და მახეა უკეთურის გზაზე, ფრთხილი კი გაერიდება მათ.
6
ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან.
7
მდიდარი ღატაკებზე მბრძანებლობს და მოვალე მონაა მევალისა.
8
უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადაიმსხვრევა.
9
გულმოწყალე კურთხეული იქნება, რადგან ლუკმა გაუყო ღარიბს.
10
გააგდე თავხედი და გაჰყვება შუღლი; დავას და ლანძღვას ბოლო მოეღება.
11
ვისაც სუფთა გული აქვს და კეთილი ენა, მეფის მეგობარი გახდება.
12
უფლის თვალები ცოდნას მფარველობენ, ორპირის ნათქვამს კი უკუაგდებენ.
13
მცონარა ამბობს: ლომია გარეთ, შუა მოედანზე მომკლავს.
14
როსკიპის პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული შიგ ჩავარდება.
15
ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს, მაგრამ აღმზრდელის წკეპლა გამოდევნის მას.
16
ვინც ღარიბ-ღატაკს ავიწროებს გასამდიდრებლად და ვინც მდიდარს აძლევს – ორივე დაკარგავს.
17
ყური დამიგდე და ისმინე ბრძენთა სიტყვები, და მოაპყარ გული ჩემს სწავლებას,
18
რადგან ის სიამეს მოგგვრის, თუკი შენში დაიმარხავ და მუდამ პირზე გეკერება.
19
დღეს გაუწყებ მე შენ მათ, რათა სასოება გქონდეს უფლისა.
20
განა არ მოგწერე 30 შეგონება, სადაც ნახავდი რჩევებსა და ცოდნას,
21
რათა მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა გადასცე ჭეშმარიტების სიტყვები შენს მომავლინებელთ?
22
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია, და ნუ დაჩაგრავ უბედურს კარიბჭესთან,
23
რადგან უფალი გამოესარჩლება მათ, და მათი გაძარცვისათვის სიცოცხლეს წაგართმევს.
24
ნუ დაუმეგობრდები გულმწყრალს და გულფიცხელ კაცს ნუ გაეკარები,
25
რომ არ აჰყვე მის გზებს და მახე არ დაუგო შენს სულს.
26
ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს აძლევს და თავდებად უდგება მოვალეებს.
27
რადგან თუ ვერაფრით გადაიხდი, რატომ იგდებ თავს იმ დღეში, რომ ქვეშაგებიც გამოგაცალონ?
28
ნუ გადასწევ ძველ საზღვარს, შენმა მამებმა რომ დადეს.
29
თუ გინახავს თავისი საქმის ოსტატი? ის მეფეთა წინაშე წარსდგება და არ მოემსახურება მდაბიოთ.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31