bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 15
Proverbs 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 16 →
1
მშვიდი პასუხი რისხვას აცხრობს, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი ბრაზს იწვევს.
2
ბრძენთა ენა ცოდნის სიკეთეს გვიჩვენებს, უმეცართა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
3
უფლის თვალი ყველაფერს სწვდება; ის ხედავს ბოროტთაც და კეთილთაც.
4
მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვარი კი სულის შემმუსვრელია.
5
სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას; შეგონების დამცველი კი წარმატებულია.
6
მართლის სახლში დიდძალი განძია, უკეთურის მონახვეჭს კი უბედურება მოსდევს.
7
ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ეს არ შეუძლია ბრიყვთა გონებას.
8
უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა უფლის წინაშე, მართალთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
9
უფლის წინაშე სისაძაგლეა უკეთურის გზა, სიმართლის გზით მოარული კი უყვარს მას.
10
გზას აცდენილი მკაცრ სასჯელს მიიღებს, მხილების მოძულე კი დაიღუპება.
11
შავეთი და ჯოჯოხეთი ღიაა უფლის წინაშე, მით უფრო – ადამიანთა გული!
12
ურჯულოს სძულს მხილება, ბრძენთან არ წავა იგი.
13
მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის სევდა კი გულგატეხილობას იწვევს.
14
გონიერი გული ცოდნას ეძებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.
15
ღატაკის ყოველი დღე სევდით არის სავსე, გულმხიარულს კი მუდამ ზეიმი აქვს.
16
სჯობს მცირე უფლის შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე ელდით და შფოთვით.
17
სჯობს ბოსტნეული და სიყვარული, ვიდრე მსუქანი ხარი და სიძულვილი.
18
ფიცხი შფოთს ტეხს, სულგრძელი კი შუღლს აქრობს.
19
ზარმაცის გზა ეკალ-ბარდებიანია, პატიოსანთა გზა კი ფართოა.
20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი კი დედის შემარცხვენელია.
21
სისულელე უგუნურის სიხარულია, გონიერი კი სწორი გზით დადის.
22
რჩევის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალ მრჩეველს კი წარმატება მოაქვს.
23
სწორი პასუხი ადამიანის სიხარულია, რა კარგია დროზე ნათქვამი სიტყვა!
24
გონიერის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა ქვევით შავეთს განერიდოს.
25
ამპარტავანთა სახლს ანგრევს უფალი, ქვრივის საზღვრებს კი ამაგრებს.
26
ბოროტთა განზრახვანი სისაძაგლეა უფლის წინაშე, მართალთა სიტყვები კი საამოა მისთვის.
27
უსამართლო მოგებას დახარბებული თავის სახლს ანგრევს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28
მართლის გული პასუხს წონის, უკეთურთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს.
29
უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვას კი შეისმენს.
30
თვალთა სინათლე გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
31
მაცოცხლებელი მხილების შემწყნარებელი ყური ბრძენთა შორის დაივანებს.
32
სწავლის უარმყოფელს თავისი სული სძულს, მხილების შემწყნარებელი კი გონიერებას იხვეჭს.
33
უფლის შიში სიბრძნის სწავლაა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31