bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 11
Proverbs 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
1
მრუდი სასწორი სძულს უფალს, ზუსტი საწონები კი – სათნოა მისთვის.
2
ამპარტავნებას დამცირება მოჰყვება, სიბრძნე კი თვინიერებთან არის.
3
გულმართალთ უბიწოება წარმართავს, ვერაგებს კი მათივე ცბიერება ღუპავს.
4
სიმდიდრე უსარგებლოა სასჯელის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან.
5
სიმართლე წარმართავს უბიწოს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურების მსხვერპლია.
6
გულით წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მზაკვართ კი მათივე ზრახვები დაატყვევებს.
7
უკეთურ ადამიანთა სიკვდითან ერთად ისპობა მათი იმედები და უღმრთოთა სასოება ქარწყლდება.
8
მართალი უბედურებას აირიდებს, უკეთური კი ჩავარდება მასში.
9
უღმერთო თავისი ენით ღუპავს მოყვასს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.
10
მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი და უკეთურთა დაღუპვისას ზეიმობს.
11
წრფელთა კურთხევით ამაღლდება ქალაქი, უკეთურთა პირით კი ინგრევა.
12
ვინც მოყვასს ამცირებს, სულელია, გონიერი კაცი კი დუმს.
13
ორპირი კაცი საიდუმლოს გასცემს, ერთგული კი საიდუმლოს ინახავს.
14
გონიერი წარმართვის გარეშე ერი იღუპება, მრავალი მრჩეველი კი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
15
უცხოს თავმდები საკუთარი თავის მტერია, ის კი, ვინც თავმდებად არ დგება, უსაფრთხოდ არის.
16
სათნო ქალი პატივს იხვეჭს, უკეთური კი სირცხვილს მოიგვრის.
17
მოწყალე კაცი სიკეთეს მიუზღავს თავის სულს, უმოწყალო კი თავს იღუპავს.
18
უღმერთო ნამდვილ ჯილდოს ვერ მიიღებს, მოწყალების მთესველი კი ჭეშმარიტ საზღაურს ეწევა.
19
სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მადევარს კი სიკვდილი ელის.
20
გულმრუდნი სძულს უფალს, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
21
იცოდე, უკეთურს სასჯელს არ ასცდება, მართალნი კი გადარჩებიან.
22
ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი იგივეა, რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს რგოლი.
23
მართალთა საწადელი კეთილად ბოლოვდება, ურჯულოთა მოლოდინი – რისხვით.
24
ზოგი უხვად გასცემს და უფრო ემატება, ზოგი კი თავს იკავებს გაცემისაგან და მაინც აკლდება.
25
ქველმოქმედი გამდიდრდება, და ვინც სხვას ასმევს, მწყურვალი არ დარჩება.
26
ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კი კურთხევაა.
27
ვინც სიკეთეს ეძიებს, მადლს ჰპოვებს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება ეწევა.
28
თავისი სიმდიდრით დაიმედებული დაეცემა, მართალნი კი მწვანე ფოთლებივით გაიშლებიან.
29
თავისი სახლის გამჩანაგებელი ქარს დაიმკვიდრებს, ხოლო სულელი – ბრძენის მონობას.
30
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ძალადობა კი სიცოცხლეს სპობს.
31
მართალს ამქვეყნად მიეზღვება, და მითუმეტეს მიეზღვება საკადრისი უკეთურსა და ცოდვილს!
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31