bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 7
Proverbs 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
1
შვილო ჩემო, დაიცავი ჩემი სიტყვები და დაიუნჯე ჩემი მცნებები.
2
თვალისჩინივით დაიცავი ჩემი მცნებები და ჩემი რჯული და იცოცხლე.
3
დაიბნიე თითებზე და დაიბეჭდე გულის ფიცარზე.
4
უთხარი სიბრძნეს: „ჩემი და ხარ შენ,“ და საუკეთესო მეგობრად გაიხადე გონიერება,
5
რათა დაგიფარონ მათ სხვისი ცოლისაგან, უცხო ქალისაგან, რომელიც დაშაქრული ენით ცდილობს მოხიბვლას.
6
ერთხელ, როცა ჩემი სახლიდან დარაბაში გავიჭვრიტე,
7
ბრიყვთა შორის დავინახე, ჭაბუკთა შორის შევნიშნე უგუნური ყმაწვილი,
8
რომელიც ქუჩაზე გადადიოდა მისი სახლის კუთხესთან და იმ ქალის სახლისაკენ წავიდა
9
საღამოს მწუხრში, ღამის სიბნელესა და წყვდიადში.
10
და აჰა, გამოდის ქალი მის შესახვედრად, მეძავის სამოსითა და მზაკვარი გულით.
11
თავხედია ის და თავშეუკავებელი, ფეხი შინ არ უჩერდება:
12
ხან ქუჩაშია, ხან მოედნებზე და ყოველ კუთხესთანაა ჩასაფრებული.
13
აჰა, დაიჭირა, ჰკოცნის და ურცხვი სახით ეუბნება:
14
„სამადლობელო მსხვერპლი მქონდა შესაწირი, დღეს შევასრულე ჩემი აღთქმა,
15
ამიტომ გამოვედი შენს შესახვედრად, შენი სახის საძებრად და გიპოვე კიდეც;
16
საფენები დავაგე ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ფერადი ქსოვილი;
17
ჩემს საწოლს მური ვაპკურე, ალოე და დარიჩინი.
18
შემოდი, გავძღეთ დილამდე სიყვარულით, დავტკბეთ ალერსით,
19
რადგან ჩემი ქმარი შინ არ არის, შორ გზაზეა წასული,
20
ფულით სავსე ქისა აიღო ხელში და მხოლოდ სავსე მთვარეობისას დაბრუნდება შინ.“
21
და აცდუნა თავისი სიტყვებით, თავისი დაშაქრული ენით მოხიბლა იგი.
22
მაშინვე გაჰყვა ყმაწვილი, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შეპყრობილი ცხოველი,
23
სანამ ისარი არ გაუვლის ღვიძლში, ფრინველივით მიისწრაფვის ის მახისკენ და არ იცის, რომ თავს იღუპავს.
24
ახლა კი მისმინეთ, ჩემო შვილებო, მომისმინეთ მე და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ნათქვამს:
25
ნუ მიბრუნდება თქვენი გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებთ მის ბილიკებზე,
26
რადგან მრავალი განგმირული დასცა მან და რიცხვი არა აქვს მის მსხვეპლთ.
27
მისი სახლი შავეთის გზაა, მკვდართა სავანეში ჩამავალი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31