bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 21
Proverbs 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
1
მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიმართავს მას.
2
კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო გულს უფალი წონის.
3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლშეწირვაზე სასურველია უფლისათვის.
4
მედიდური თვალი და ამპარტავანი გული, ეს უკეთურთა ლამპარი – დიდი ცოდვაა.
5
ბეჯითის ზრახვანი მატებას იწვევს, ხოლო დაუდევრისა – კლებას.
6
სიცრუით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.
7
უკეთურთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან ისინი უარს ამბობენ სამართლის ქმნაზე.
8
მრუდეა დამნაშავეს გზა, ხოლო სუფთა კაცისა – წრფელი.
9
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
10
უკეთურის სულს ბოროტება სწადია; მოყვასი მის თვალში წყალობას ვერ პოულობს.
11
უზნეო როდესაც ისჯება, გულუბრყვილო ბრძენდება, ბრძენი კი შეგონებით იძენს ცოდნას.
12
მართალი აკვირდება უკეთურის სახლს; ის დაეცემა და განადგურდება.
13
ვინც ღარიბთა კვნესას წაუყრუებს, ერთ დღეს ისიც აკვნესდება, მაგრამ არავინ შეიწყნარებს.
14
ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს, რისხვას კი უბეში ჩადებული ქრთამი.
15
სამართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტთათვის.
16
გონიერ გზას აცდენილი კაცი მკვდართა კრებულში განისვენებს.
17
სიამეთა მოყვარული გაღატაკდება, ღვინისა და ფერ-უმარილის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
18
ბოროტი მართლის გამოსასყიდია და მზაკვარი – გულწრფელისა.
19
უდაბნოში ცხოვრება სჯობს ანჩხლ და კაპას ცოლთან ყოფნას.
20
ძვირფასი განძი და ნელსაცხებელი ბრძენის სახლში რჩება, ბრიყვი კი ფლანგავს მათ.
21
სიმართლისა და მოწყალების მიმდევარი კაცი სიცოცხლესა და პატივს ჰპოვებს.
22
ბრძენი დაიპყრობს ძლიერთა ქალაქს და დაანგრევს მათ საიმედო სიმაგრეს.
23
ბაგისა და ენის შემაკავებელი, თავს იცავს უბედურებისაგან.
24
„დამცინავს“ უწოდებენ ზვიადსა და ამპარტავანს, ის ქედმაღალი სიამაყით მოქმედებს.
25
ზარმაცს მისი სურვილები დაღუპავს, რადგან მისი ხელი უარს ამბობს გარჯაზე.
26
მას ყოველდღე ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.
27
უკეთურთა მსხვერპლი სისაძაგლეა, მით უფრო, თუ ცბიერებით არის შეწირული.
28
ცრუ მოწმე დაიღუპება, ხოლო ვინც თავისი ყურით მოსმენილს ამბობს, მუდამ ილაპარაკებს.
29
უკეთური კაცი კარგი კაცის ნიღაბს ირგებს, წრფელი კი თავის გზას უკვირდება.
30
არც სიბრძნე და არც გონება, არც რჩევა არ არგებს არავის, თუ ის უფლის საწინააღმდეგოა.
31
ცხენს ბრძოლის დღისათვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31