bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 3
Proverbs 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 4 →
1
შვილო ჩემო, ჩემს სწავლებას ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
2
რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და მშვიდობას შეგმატებენ შენ.
3
წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს, შეიბი ისინი ყელზე და დაიწერე გულის ფიცარზე,
4
მაშინ ჰპოვებ წყალობასა და სიკეთეს ღმერთისა და კაცის თვალში.
5
მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი.
6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი, და ის წარმართავს შენს ბილიკებს.
7
ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში; გეშინოდეს უფლისა და განერიდე ბოროტებას.
8
მკურნალი იქნება ეს შენი სხეულისთვის და ძალას შემატებს შენს ძვლებს.
9
პატივი მიაგე უფალს შენი ქონებით და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფით,
10
და გაივსება შენი ბეღლები ჭერამდე და მაჭარი აქაფდება შენს საწნახელებში.
11
უფლის წვრთნას, შვილო ჩემო, ნუ უკუაგდგებ და მის შეგონებას ნუ მოიძულებ;
12
რამეთუ ვინც უყვარს, იმას სჯის უფალი, როგორც მამა – საყვარელ შვილს.
13
ნეტარია სიბრძნის მპოვნელი და გონიერების მომხვეჭელი!
14
რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება.
15
თვალ-მარგალიტზე უფრო ძვირფასია იგი და არაფერი სანატრელი არ შეედრება მას.
16
დღეგრძელობაა მის მარჯვენაში, მის მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.
17
მისი გზები საამურია, და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა.
18
სიცოცხლის ხეა იგი მის მსასოებელთათვის; ნეტარია, ვინც მას არ დასთმობს.
19
სიბრძნით დააფუძნა უფალმა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცანი.
20
მისი სიბრძნით უფსკრულები გაიხსნა და ღრუბელნი ცვარს აპკურებენ.
21
შვილო ჩემო! ნუ დაიფარება ეს შენს თვალთაგან; შეინარჩუნე გონიერება და განსჯა.
22
და იქნებიან ისინი სიცოცხლე შენი სულისა და სამკაული შენი ყელისა.
23
მაშინ ივლი უსაფრთხოდ შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება.
24
როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი ძილით დაიძინებ.
25
ნუ შეგაკრთობს უეცარი შიში და ნურც ქარიშხალი, რომელიც ბოროტეულთ ატყდება თავს,
26
რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და დაიცავს შენს ფეხს მახისაგან.
27
ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც სჭირდება, თუ შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება.
28
ნუ ეტყვი მოყვასს: წადი და ხვალ მოდი და მაშინ მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს.
29
ნუ განიზრახავ შენი მოყვასისათვის ბოროტს, თუ ის მოგენდო და ცხოვრობს შენთან.
30
ნუ შეედავები ადამიანს უმიზეზოდ, თუ ბოროტი არ შეუმთხვევია შენთვის.
31
ნუ შეგშურდება მოძალადისა და ნუ აირჩევ ნურც ერთს მის გზათაგან;
32
რადგან სისაძაგლეა უფლის წინაშე მზაკვრობა, წრფელებს კი დაიახლოვებს იგი.
33
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, ხოლო მართალთა საცხოვრისს აკურთხებს იგი.
34
მკრეხელებს დასცინის, თავმდაბლებს კი მადლს აძლევს იგი.
35
ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ხოლო ბრიყვთა ხვედრი დამცირებაა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31