bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 30
Proverbs 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 31 →
1
სიტყვები აგურისა, იაკეს ძისა, მისნისა, თქმული ითიელის, ითიელის და უქალისადმი:
2
ყველაზე უმეცარი ვარ კაცთაგან და ადამიანური გონება არ გამაჩნია;
3
არ მისწავლია სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
4
ვინ ავიდა ზეცაში და ვინ ჩამოვიდა? ვინ შეაგროვა ქარი მუჭებით? ვინ გამოიკრა წყალი კვართში? ვინ დაადგინა მიწის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
5
ღმერთის ყოველი სიტყვა ხალასია; ფარია მასზე მინდობილთათვის.
6
ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, რათა არ გამხილოს და ცრუ არ გამოდგე.
7
ორ რამეს გთხოვ, უარს ნუ მეტყვი, სანამ ცოცხალი ვარ:
8
განმაშორე ტყუილი და სიყალბე, ნუ მომცემ ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს, მაკმარე პური ჩემი არსობისა,
9
რათა გამძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა.
10
ნუ დასწამებ ცილს მონას თავისი ბატონის წინაშე, თორემ მოგეწევა მისი წყევლა.
11
არიან ისეთნი, ვინც მამას სწყევლის და დედას არ ლოცავს;
12
არიან საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ განუბანელი თავიანთი სიბინძურისაგან;
13
არიან კაცნი – როგორი ამპარტავანნი, რა ქედმაღალი მზერის!
14
არიან კაცნი, რომელთა კბილები მახვილებია, ღოჯები დანებია, ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად ამქვეყნად.
15
წურბელას ორი ასული ჰყავს: „მომე, მომე!“ ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არასდროს იტყვიან: „კმარა“
16
შავეთი და უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასდროს არ ამბობენ: „კმარა!“
17
მამის დამცინავ და დედის ურჩ ყვავ-ყორანი ამოკორტნის თვალებს და ორბის მართვენი შეჭამენ.
18
სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არ ვიცი:
19
არწივის გზა ცაში, გველის გზა კლდეზე, ხომალდის გზა შუაგულ ზღვაში და კაცის გზა ქალწულისაკენ.
20
ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამს, პირს მოიწმენდს და ამბობს: „ცუდი არაფერი გამიკეთებია.“
21
სამი რამ არყევს მიწას და ოთხი ვერ აუტანია:
22
გამეფებული მონა, მაძღარი ბრიყვი,
23
კახპას გათხოვება და ქალბატონის ადგილს რომ იჭერს მისი მხევალი.
24
ოთხი რამ არის მცირე დედამიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან:
25
ჭიანჭველა სუსტია, მაგრამ ზაფხულშივე იმზადებს საზრდოს;
26
კლდის ბოცვერი ძლიერი არ არის, მაგრამ კლდეზე იდგამს სახლს;
27
მეფე არა ჰყავთ კალიებს, მაგრამ მწყობრად გამოდიან;
28
ხვლიკს ხელით დაიჭერ, მაგრამ მეფის სასახლეშიც კი ცხოვრობს.
29
სამნი გამართულნი დააბიჯებენ და ოთხნი მარჯვედ დადიან:
30
ლომი უძლიერესია მხეცთა შორის და გზიდან არავის ჩამოეცლება;
31
ამაყი ვაცი და მეფე, ლაშქარს რომ მიუძღვის.
32
თუ სისულელით თავი აიმაღლე ან ბოროტება განიზრახე, პირი მოკუმე,
33
რადგან რძის დღვება კარაქს იძლევა, ცხვირის ქექვა – სისხლი გადმოადენს და რისხვის გადმონთხევა კი შუღლს წარმოშობს.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31