bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 8
Proverbs 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
1
განა სიბრძნე არ ღაღადებს? განა გონიერება არ იმაღლებს ხმას?
2
სიმაღლეებზე, გზის პირას, გზაჯვარედინებზე დგას იგი,
3
გვიხმობს ქალაქის კარიბჭეებთან, შესასვლელებთან მოგვიწოდებს:
4
„ხალხნო, თქვენ მოგიხმობთ ჩემი ხმა, ადამიანთა მიმართაა იგი.
5
განისწავლენით უგუნურნო და შეიმეცნეთ სიბრძნე, უმეცარნო;
6
ისმინეთ ჩემი, რადგან სასიკეთოდ გიხმობთ და სიმართლე მოდის ჩემს ბაგეთაგან;
7
რამეთუ ჭეშმარიტებას იტყვის ჩემი პირი და უკეთურება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8
სამართლიანია ჩემი პირის ყოველი სიტყვა, არაა მათში მზაკვრობა და სიცრუე.
9
ყოველი მათგანი სანდოა გამგებისათვის და სწორია ცოდნის მაძიებელთათვის.
10
მიიღეთ ჩემი დარიგება ვერცხლის ნაცვლად, და ცოდნა რჩეული ოქროს წილ.
11
რადგან სიბრძნე სჯობს თვალ-მარგალიტზე და ვერაფერი სანატრელი ვერ შეედრება მას.
12
მე, სიბრძნე, ვმკვიდრობ გონიერებასთან და მოვიპოვებ ცოდნას და განსჯას.
13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; ამპარტავანება და ქედმაღლობა, უკეთურების გზა და სიცრუის მეტყველი ბაგენი მძულს მე.
14
ჩემია რჩევა და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;
15
ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი აწესებენ სამართალს.
16
ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე.
17
მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მპოულობენ ჩემი მძებნელნი.
18
ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19
ჩემი ნაყოფი ხალას ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
20
სიმართლის გზით დავდივარ, სამართლის ბილიკებით,
21
რათა გავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
22
უფალმა შემქმნა თავისი გზის დასაწყისში, ყველა თავის ქმნილებამდე, იმ ჟამითვე.
23
უწინარეს საუკუნეთა აღმოვცენდი, ჟამთ უწინარეს, ქვეყნიერების დასაბამს.
24
უფსკრულთა უწინარეს გავჩნდი, მაშინ, როცა წყალუხვი წყაროებიც ჯერ არ იყო;
25
მე დავიბადე მთების დაფუძნებამდე, ბორცვთა აღმართვამდე,
26
როცა ჯერ კიდევ არ შეექმნა უფალს მიწა და ველ-მინდვრები, სამყაროს დასაბამი მტვერი.
27
როცა ის განამზადებდა ცათა, მე მასთან ვიყავ. როცა წრეს ავლებდა უფსკრულის პირზე,
28
როცა ღრუბელთა ზემოთ ზესკნელს ამყარებდა, როცა ამაგრებდა უფსკრულთა ნაკადებს,
29
როცა ზღვებს წესს უდგენდა, რათა წყლებს არ გადაელახათ ნაპირები, როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა,
30
მე ვიყავ მის წინაშე აღმშენებლად და ყოველდღიურ სიხარულად, ვხარობდი მის წინაშე ყოველ ჟამს,
31
ვხარობდი სამყაროში მის მიწაზე, და ადამის მოდგმა იყო ჩემი სიხარული.
32
და ახლა, მისმინეთ, შვილებო, ნეტარია, ვინც ჩემს გზებს იცავს!
33
ისმინეთ ჩემი შეგონება, იყავით ბრძენნი და ნუ განუდგებით მას.
34
ნეტარია კაცი, რომელიც მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და მელოდება ჩემს ზღურბლთან.
35
რადგან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და მოიხვეჭა უფლის წყალობა;
36
ხოლო ჩემი შემცოდე თავის თავს ავნებს; ყოველ ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31