bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 19
Proverbs 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 20 →
1
უმწიკვლოდ მავალი ღატაკი სჯობს ცრუსა და თანაც უგუნურს.
2
სურვილი ცოდნის გარეშე ცუდია, ფეხს ვინც ააჩქარებს, კვალი აერევა.
3
კაცს საკუთარი უგუნურება ღუპავს, მაგრამ მისი გული უფალს ემდურის.
4
სიმდიდრე კაცს მეგობრებს მატებს, უქონელი კი იმათაც კარგავს, ვინცა ჰყავს.
5
ცრუმოწმე დაუსჯელი არ დარჩება და სიცრუის მთქმელი ვერ გადარჩება.
6
ბევრი ეძებს წყალობას დიდებულთაგან და უხვად გამცემთან ყველა მეგობრობს.
7
ღარიბი მის ძმებსაც კი სძულთ, კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები! ეძახის და არ აქცევენ ყურადღებას.
8
სიბრძნის მოპოვება საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს; ვინც გონიერებას იცავს, სიკეთეს ჰპოვებს.
9
ცრუ მოწმე დაუსჯელი არ დარჩება და ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
10
ბრიყვს არ შეჰფერის ფუფუნება, კიდევ უფრო ნაკლებად მონას – ბატონობა მთავრებზე.
11
გონიერება ადამიანს სულგრძელს ხდის და მისი ღირსება წყენის დავიწყებაა.
12
ლომის ბრდღვინვას ჰგავს მეფის რისხვა, მისი წყალობა კი ცვარ-ნამის მსგავსია.
13
ბრიყვი შვილი მამის უბედურებაა, ჭირვეული ცოლი კი სახურავიდან წყლის შეუწყვეტელი წანწკარი.
14
სახლი და ქონება მამის მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.
15
მცონარება ძილს ჰგვრის კაცს და უქნარა სული იშიმშილებს.
16
მცნების დამცველი იცოცხლებს, ხოლო ვინც უფლის გზებს აბუჩად იგდებს – მოკვდება.
17
ღატაკის გამკითხველი უფალს აძლევს სესხს და ის მიაგებს მას სამაგიეროს.
18
გაწვრთენი შვილი, სანამ დროა და ნუ დააღუპვინებ თავს.
19
გულბოროტი და ბრაზიანი მკაცრად დასაჯე, თუ დაინდობ, კვლავ მოგიწევს დასჯა.
20
ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა მოიპოვო სიბრძნე სამომავლოდ.
21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლისგან განსაზღვრული ასრულდება.
22
კაცის სიკეთე მისი მოწყალე გულია; და ღატაკი სჯობს მატყუარას.
23
უფლის შიში მაცოცხლებელია, მისი მოშიში კმაყოფილი იქნება და არ ეწევა ბოროტი.
24
ზარმაცს ხელი ჯამში აქვს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
25
უკეთურს ურტყი და გულუბრყვილოც გაიგებს; შეაგონე გონიერს და ჭკუას ისწავლის.
26
მამის მაგინებელი და დედის გამძევებელი შერცხვენისა და ყვედრების ღირსია.
27
ნუ უგულვებელყოფ, შვილო ჩემო, შეგონებას, რათა გონიერი სიტყვები არ დაგეკარგოს.
28
უღირსი მოწმე სამართალს დასცინის, და უკეთურთა პირი უსამართლობას ნთქავს.
29
უზნეოთათვის სასჯელი მზადაა და რეგვენთა ზურგისთვის – სახრე.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31