bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 25
Proverbs 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
1
ესეც სოლომონის იგავებია, იუდას მეფის, ეზეკიას ვეზირების შეკრებილი:
2
საქმეთა დაფარვა ღმერთის დიდებაა, საქმის გამოკვლევა კი – მეფის დიდება.
3
ისევე როგორც ზეცის სიმაღლე და მიწის სიღრმე, მეფეთა გულიც შეუცნობელია.
4
მოაშორეთ წიდა ვერცხლს და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს.
5
მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.
6
ნუ განიდიდებ თავს მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები;
7
სჯობს გითხრან: „ზემოთ ამოდი“, ვიდრე დაგამცირონ დიდებულის წინაშე. როგორც კი რაღაცას დაინახავ,
8
უმალ ნუ გაიქცევი სასამართლოში, თორემ ბოლოს რას იზამ, შენი მეზობელი თუ შეგარცხვენს?
9
დავით კი ედავე შენს მეზობელს, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გასცემ,
10
თორემ ვინც გაიგებს, გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება.
11
მოსწრებული სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებს ჰგავს.
12
ოქროს საყურეა და ბაჯაღლოს სამკაული ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
13
რაც თოვლის სიგრილე იქნებოდა მკის დროს, ის არის ერთგული მაცნე მისი გამგზავნისათვის, ის მას სულს უგრილებს.
14
ფუჭი ძღვენით მოტრაბახე კაცი იგივეა, რაც ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე.
15
მოთმინებით შეიძლება მთავრის მოდრეკა, და წყლიანი ენა ძვალს დაამსხვრევს.
16
თაფლს თუ იპოვი, ზომაზე ჭამე, თორემ მუცლის გვრემით უკან ამოარწყევ.
17
ფეხი დააძვირე შენი მოძმის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.
18
კაცი, რომელიც ცრუდ მოწმობს მოყვასის წინააღმდეგ, შუბი, მახვილი და ბასრი ისარია.
19
როგორც ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი, ასევე არ არის სანდო ღალატიანი კაცი გასაჭირში.
20
სიცივეში ტანსაცმლის წაგლეჯას და ჭრილობაზე ძმრის დასხმას ჰგავს ნაღვლიანისთვის მხიარული სიმღერის მღერა.
21
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ სწყურია, წყალი მიაწოდე,
22
რადგან ამით ნაკვერცხლებს შეაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
23
ჩრდილოეთის ქარი თავსხმას იწვევს და ენის აყოლა – მრისხანე მზერას.
24
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად ცხოვრებას.
25
რაც ცივი წყალია მწყურვალისათვის, ის არის კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან.
26
რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო, და რაღა ბოროტის წინაშე წაფორხილებული მართალი.
27
ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და არც ზედმეტი დიდების ძიება.
28
რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ მართავს.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31