bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 17
Proverbs 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
1
ერთი ლუკმა ხმელი პური და სიმშვიდე სჯობს საკლავით სავსე სახლს, სადაც უთანხმოებაა.
2
გონიერი მსახური იბატონებს ბატონის შემარცხვენელ შვილზე, და წილს დაიდებს მემკვიდრებს შორის როგორც ერთი ძმათაგანი.
3
ოქრო და ვერცხლი ბრძმედში გამოიწრთობა, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4
ბოროტმოქმედი ურჯულოთა ბაგეებს უგდებს ყურს, და ცრუ – უხამს ენას.
5
ვინც ღარიბს აბუჩად იგდებს, თავის გამჩენს გმობს. მოძმის უბედურებით მოხარულს სასჯელი არ ასცდება.
6
შვილთა შვილები მოხუცთა გვირგვინია; შვილთა დიდება – მათი მშობლებია.
7
უგუნურს არ უხდება რჩეული სიტყვები, კიდევ უფრო ნაკლებად ესადაგება კეთილშობილს ყალბი მეტყველება.
8
ქრთამი ჯოჯოხეთის გამნათებელი ჰგონია მის გამღებს: საითაც მიმართავს, წარმატების იმედი აქვს.
9
ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს.
10
საყვედური გონიერზე უფრო ღრმად მოქმედებს, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11
ბოროტი მხოლოდ შფოთს დაეძებს, მაგრამ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება მის წინააღმდეგ.
12
სჯობს ბელდაკარგული დათვი გადაეყაროს კაცს, ვიდრე სისულელეში გახლართული ბრიყვი.
13
ბოროტება არ მოშორდება მის სახლს, ვინც სიკეთეს ბოროტებით იხდის.
14
დავის დასაწყისი წყლის გადმოხეთქვას ჰგავს; შეწყვიტე დავა, ვიდრე გაჩაღდება.
15
უკეთურის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე საძაგელია უფლის წინაშე.
16
რად უნდა ქონება ბრიყვს სიბრძნის შესაძენად? მას ხომ მის შესათვისებლად გონება არ ერჩის!
17
მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი.
18
უჭკუო კაცი თავდებად უდგება მოყვასს.
19
ვისაც ჩხუბი უყვარს, ცოდვა უყვარს, ვინც მაღლა სწევს კარს, დაღუპვას ეძებს.
20
ბოროტი გული სიკეთეს ვერ ჰპოვებს და ენამრუდი უბედურებაში ჩავარდება.
21
ბრიყვი შვილი მშობლის დარდია, სულელის მამა ვერ გაიხარებს.
22
მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს.
23
უკეთური ქრთამს უბიდან იღებს, რათა სიმართლის გზები გაამრუდოს.
24
გონიერი სიბრძნეს შეჰყურებს, ბრიყვი კი თვალებს ქვეყნის კიდემდე აცეცებს.
25
ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის მწუხარება.
26
არ არის კარგი მართალის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის.
27
სიტყვაძუნწი კაცი გონიერია, და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე.
28
მდუმარე სულელიც ბრძნად მოგეჩვენება, ენის მომთოკველი კი – გონიერად.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31