bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 12
Proverbs 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
1
ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება.
2
კეთილი უფლის მადლს მოიხვეჭს; ავის განმზრახველს კი შეაჩვენებს ის.
3
უკეთურებით ადამიანი ვერ დაფუძნდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.
4
ღირსეული ქალი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი ხრწნაა მის ძვლებში.
5
მართალთა ფიქრები სამართლისკენაა, უკეთურთა ზრახვანი კი ვერაგობისკენ.
6
უკეთურთა სიტყვები ბოროტი მახეა, მართალთ კი მათი პირი იხსნის.
7
დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან; მართალთა სახლი კი იდგება.
8
გონიერებისათვის აქებენ კაცს, გულმრუდი კი სძაგს ხალხს.
9
ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი ჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს.
10
მართალს პირუტყვიც ებრალება; უკეთურთა გული კი სასტიკია.
11
ვინც თავისას ხნავს და თესავს, არ დაიმშევა; უაზრო მიზნების მადევარი კი უგუნურია.
12
უკეთურის წადილია უკეთური ნადავლი; მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს.
13
ბოროტეულს თავისი ბაგენი უგებენ მახეს; მართალი კი გასაჭირს დააღწევს თავს.
14
თავის ბაგეთა ნაყოფი კაცს სიკეთით გააძღობს, და ხელით გარჯა აუნაზღაურდება მას.
15
ბრიყვს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას უსმენს.
16
ბრიყვი გაბრაზებას ვერ მალავს, გონიერი კი ფარავს წყენას.
17
პატიოსანი კაცის სიტყვა სიმართლეა სამსჯავროში; ცრუმოწმის სიტყვა კი ცბიერებაა.
18
ზოგი ფუჭსიტყვა ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით გჩხვლეტდეს; ბრძენთა ენა კი კურნებაა.
19
მართალი ბაგეები მარად რჩება, ცრუ ენა კი წამიერია.
20
ცბიერებაა ავკაცთა გულში, მშვიდობისმყოფელთ კი სიხარული აქვთ.
21
ზიანი არ მოუვა მართალს, უკეთურთ კი უბედურება ავსებთ.
22
ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის.
23
გონიერი ადამიანი ფარავს ცოდნას, უგუნური გონება კი სისულელეებს მოჰფენს ქვეყანას.
24
ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება.
25
დარდი გულს ამძიმებს, კეთილი სიტყვა კი ახარებს მას.
26
მართალი მოყვასის გზის მანათობელია, უკეთურთა გზა კი მაცდუნებელია.
27
ზარმაცი სარგებელს ვერ ნახავს, ბეჯითი კი გამდიდრდება.
28
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და ამ ბილიკებზე არ არის სიკვდილი.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31