bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Proverbs 18
Proverbs 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 19 →
1
თავკერძა კაცი თავის სურვილებს მიჰყვება, ყოველ საღ აზრს ეწინააღმდეგება.
2
ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, არამედ მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა.
3
უკეთურებას გაკიცხვა მოჰყვება, და უღირსობას – შერცხვენა.
4
კაცის სიტყვები ღრმა მორევია; სიბრძნის წყარო კი – მორაკრაკე ნაკადული.
5
არ არის კარგი უკეთური კაცისადმი მიკერძოება და არც მართლის გამტყუნება სამსჯავროზე.
6
ბრიყვის ენა შუღლს იწვევს, მისი ბაგენი – აყალ-მაყალს.
7
ბრიყვის ენა მისი დაღუპვაა, და მისი ბაგე – მისი სულის მახე.
8
ჭორიკანას სიტყვები ნუგბარივითაა და მუცლამდე აღწევს.
9
გულარხეინი საქმეში დამანგრეველის ძმაა.
10
უფლის სახელი – ძლიერი გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და სამშვიდობოზეა.
11
მდიდრის ქონება მისი ძლიერი ქალაქია, მაღალი დამცველი კედელივითაა.
12
ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას.
13
ვინც კითხვის დამთავრებას არ უცდის და ისე იძლევა პასუხს, სულელია და თავს ირცხვენს.
14
კაცის სული უძლებს სენს, მაგრამ სულის შემუსვრას ვინ გადაიტანს?
15
გონიერის გული ცოდნას იძენს, და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
16
ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17
პირველი მოდავე მართალი ჩანს სარჩელში, მაგრამ მოდის მისი მოსარჩლე და ყველაფერი იცვლება.
18
წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერ მეტოქეებს არიგებს.
19
შეურაცხყოფილი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია, და ასეთი მოდავე ციხე-სიმაგრის ურდულივითაა ჩაკეტილი.
20
კაცი თავისი სიტყვების ნაყოფით ივსებს სტომაქს, თავის ბაგეთა მოსავლით ძღება.
21
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, და ლაპარაკის მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს.
22
ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა.
23
ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24
ზოგი მეგობრის მეგობრობა თვალთმაქცობაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ძვირფასია.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31