bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 10
Job 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 11 →
1
შესძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე. გასაქანს მივცემ ჩემს წუხილს, ვილაპარაკებ ჩემი სულის სიმწარით,
2
ვეტყვი ღმერთს: ‘ნუ გამამტყუნებ, გამაგებინე, რისთვის მედავები?
3
კარგია, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენს ხელთა ქმნილება და ურჯულოთა ზრახვას სინათლეს ჰფენ?
4
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
5
ნუთუ შენი დღეები ადამიანის დღეებივითაა? ნუთუ კაცის დღეებივითაა შენი წლები,
6
ჩემს ბრალს რომ ეძებ და ჩემს ცოდვას იკვლევ?
7
თუმცა იცი, რომ დამნაშავე არა ვარ, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი დამხსნელი.
8
შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ერთიანად, ყოველმხრივ, და შენვე მანადგურებ?
9
აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ?
10
განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
11
ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე,
12
სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენმა ზრუნვამ შეინარჩუნა ჩემი სული.
13
მაგრამ ეს გქონდა გულში დაფარული, ვიცი, რომ ეს იყო შენი მიზანი.
14
რომ შეგცოდო, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს.
15
თუ დამნაშავე ვარ, ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავი ვერ ამიწევია! რადგან სავსე ვარ შერცხვენით. შეხედე ჩემს სივაგლახეს.
16
წამოვიწევი და ლომივით ნადირობ ჩემზე, და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე,
17
ახალ-ახალი მოწმეები გამოგყავს ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას ჩემზე. ახალ-ახალი ჯარები ენაცვლებიან ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ.
18
დედის საშოდან რისთვის გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე.
19
ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.
20
განა მცირე არაა ჩემი დღეები? მომეშვი, რომ ცოტათი მაინც დავმშვიდდე,
21
სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და წყვდიადის ქვეყანაში,
22
წყვდიადის ქვეყანაში, სიკვდილის აჩრდილის წყვდიადში, სადაც ქაოსია, და სადაც ნათელი წყვდიადს ემსგავსება.’“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42