bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 41
Job 41
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 42 →
1
თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბელით თუ დაუბამ ენას?
2
ლერწამს თუ გაუყრი მას ცხვირში და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
3
თუ განამრავლებს ის შენს მიმართ ვედრებას და ტკბილად თუ დაგელაპარაკება?
4
თუ დაგიდებს აღთქმას, და საუკუნო მონად გაიხდი?
5
თუ ეთამაშები მას, როგორც ჩიტს და თუ დაუბამ მას შენს გოგონებს?
6
თუ ივაჭრებენ მასზე მოვაჭრენი თუ გაყოფენ მას ვაჭართა შორის?
7
თუ აუვსებ მას კანს ისრებით და თავს – ბარჯებით?
8
დაადე მას შენი ხელი, გახსოვდეს ბრძოლა; და აღარ შეცდები!
9
აჰა, გაცრუვდა შენი იმედი; მის შეხედვაზეც კი დაეცემი.
10
რომელი მამაცი გააღვიძებს მას? ვინ დაუდგება წინ?
11
ვინ გამოიწვევს და გადაურჩება? – ვინ მთელ ცისქვეშეთში?
12
არ დავდუმდები მისი სხეულის კიდურებზე, მის ძლიერებაზე, მის მოხდენილ აღნაგობაზე.
13
ვინ მოხდის მას მოსასხამს? ვინ შეაღწევს მის ორკეც აბჯარში?
14
მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
15
მისი ზურგი ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
16
ერთი მეორეზეა და ქარი ვერ ატანს მათ შორის:
17
ერთმანეთზე არიან მიწებებულნი, შეიკვრნენ და ვეღარ დაშორდებიან.
18
მისი ცხვირის ცემინება ნათელს აკვესებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
19
მისი სახიდან ჩირაღდნები გამოდის და ცეცხლის ნაპერწკალები ცვივა.
20
მისი ნესტოებიდან კვამლი გამოდის, როგორც ათუხთუხებული ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
21
მისი სუნთქვა ნაკვერცხლებს აღვივებს, და მისი პირიდან ალი იფრქვევა.
22
მის ქედზე ძალა ათენებს, და მის წინაშე ცეკვავს ძრწოლა.
23
მისი ხორცის ნაწილები შეწებებულია ერთმანეთს, მტკიცედ ასხია მას, უძვრელად.
24
მისი გული ქვასავით მტკიცეა. და ქვედა დოლაბივით მაგარია.
25
მის წამომართვაზე ძრწიან ღმერთები.
26
სწვდება მას მახვილი, მაგრამ ვერას აკლებს, ვერც შუბი, ლახვარი და ჰოროლი.
27
რკინა ჩალად უჩანს, ბრინჯაო ფუტურო ხედ.
28
ვერ გააქცევს მას ისარი, თივასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
29
ბზედ უჩანს მას ლახტი და დასცინის ჰოროლის ზუზუნს.
30
ქვემოდან წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი საფლობში,
31
ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის ქვაბად აქცევს.
32
თავის უკან ბილიკს ანათებს, უფსკრული ჭაღარად ჩანს.
33
არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშარი ქმნილება.
34
ყოველივე მაღალს ხედავს: ის მეფობს ყოველ ქედმაღალზე.“
← Chapter 40
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 42 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42