bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 6
Job 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 7 →
1
მაშინ მიუგო იობმა და უთხრა:
2
„ჩემი ჯავრი რომ აწონილიყო, და ჩემი უბედურება სასწორზე რომ დადებულიყო,
3
მაშინ იგი ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა, და ამიტომაც არის ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4
რადგან ჩამერჭო ყოვლადძლიერის ისრები და მათ შხამსა სვამს ჩემი სული; საშინელებანი დამატყდა თავს ღმერთისაგან.
5
განა ყროყინებს კანჯარი, თუ ბალახი აქვს? განა ბღავის ხარი თავის საკვებთან?
6
განა იჭმევა უგემური რამ მარილის გარეშე? ან და რამე გემო თუ აქვს კვერცხის ცილას?
7
გული არ მიმდის მათზე; საძულველია ჩემთვის ლუკმაც კი.
8
ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა, და იმედს გამიმართლებდეს ღმერთი!
9
ნეტა, ინებებდეს ღმერთი და შემმუსრავდეს! გამოიწვდიდეს ხელს და მომკვეთდეს!
10
ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში, და განვმტკიცდებოდი უმოწყალო სატკივარში, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11
რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? და რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
12
განა ქვასავით მტკიცეა ჩემი ძალა? განა ბრინჯაოსია ხორცი ჩემი?
13
ჭეშმარიტად, აღარ არის შეწევნა ჩემთვის. წარკვეთილი მაქვს ყოველგვარი სასოება.
14
ვინც მეგობრისადმი არ არის მოწყალე, მას ყოვლადძლიერის შიში არა აქვს.
15
ჩემი მოძმენი მუხანათობენ, როგორც ხევების ნაკადულები, ის ნაკადულები, უკვალოდ რომ უჩინარდებიან,
16
ყინულისაგან რომ ამღვრეულან და ჩამდნარი თოვლით აზვირთებულან.
17
მაგრამ როგორც კი მზე დააჭერს, მაშინვე ქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე უჩინარდებიან.
18
ქარავნები გეზს იცვლიან, გადიან უდაბურ ადგილებში და იღუპებიან.
19
თემას ქარავნები ეძიებენ წყალს, და შებას მოგზაურებს იმედი აქვთ.
20
გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შეძრწუნდნენ.
21
ახლა ასეთივე გამოუსადეგარნი გახდით თქვენ ჩემთვის, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით.
22
გითხარით განა: ‘რამე მომიტანეთ,’ ან ‘თქვენი დოვლათიდან ჩემთვის ქრთამი გაეცით?’
23
ან: ‘დამიხსენით მტრის ხელიდან და მჩაგვრელთა ხელიდან გამომისყიდეთ?’
24
ამიხსენით და დავდუმდები, გამაგებინეთ, რა შემეშალა.
25
როგორი მწარეა წრფელი სიტყვა! მაგრამ რას მემართლება თქვენი საყვედური?
26
ნუთუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მისაყვედუროთ, თითქოს სასოწარკვეთილის სიტყვები ქარისთვის გასატანებელი იყოს?
27
თქვენ ობოლზეც კი წილის ყრა შეგიძლიათ და გაჰყიდით საკუთარ მეგობარს.
28
ახლა კი მოწყალება მოიღეთ და მომხედეთ, და ნახეთ, რომ არ ვცრუობ თქვენს წინაშე.
29
მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნებით უსამართლონი. მობრუნდით, ჩემი სიმართლე კვლავაც ჩემშია!
30
განა არის ჩემს ენაზე უსამართლობა, და ჩემი სასა ვერ შეიგრძნობს უბედურებას?
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42