bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 30
Job 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 31 →
1
ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსები, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებშიც კი არ გავრევდი.
2
რისთვის მინდა მათი ხელების ძალა? ძალგამოცლილები,
3
სიდუხჭირითა და შიმშილით ღონემიხდილნი გარბიან გვალვიან ტრამალებში, უდაბნოსა და ხრიოკებში.
4
მწარე ბალახებს წიწკნიან ჯაგებთან და წნორნარის ფესვი მათი პურია.
5
ხალხიდან აძევებენ მათ, და როგორც ქურდს, ისე მიჰკივიან;
6
აწყდებიან ხევ-ხუვებს, მიწის მღვიმეებს და კლდის ნაპრალებს.
7
ბუჩქებს შორის ყროყინებენ სახედრებივით, ჯაგნარებში შეყუჟულან, –
8
ძენი უგუნურთა და ძენი უსახელოთა, ქვეყნიდან განდევნილნი.
9
ახლა კი გავხდი მათი სამღერელი და მათი საანდაზო.
10
მიზიზღებენ, გამირბიან და ჩემი სახის წინ ფურთხს არ ზოგავენ.
11
რადგან მან ახსნა ჩემი საბელი, პირწინ დამიგდეს ჩემი აღვირი.
12
მარჯვნივ ბრბო აღმიდგა, ფეხი დამიბრკოლეს, ჩემს წინააღმდეგ წარმართეს თავიანთი დამღუპველი გზები.
13
მათ აანგრიეს ჩემი ბილიკი, სარგებლობენ ჩემი უიღბლობით, და არავინ აკავებს მათ.
14
როგორც ფართე მოედანზე, ისე მოექანებიან ქარიშახლივით.
15
საშინელებანი დამატყდა თავს, ქარივით მიქრის ჩემი დიდება და ღრუბელივით გადავიდა ჩემი კეთილდღეობა.
16
აწ ჩემში დაიღვარა ჩემი სული, ჩამიგდეს ხელში გაჭირვების დღეებმა.
17
ღამ-ღამობით ძვლები მტეხავს, და ტკივილი, მე რომ მწიწკნის, არ მიამდება.
18
ტანჯვით ვიხდი სამოსს, კვართის საყელოსავით მიჭერს.
19
მისროლა ლაფში და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.
20
შველას გთხოვ და პასუხს არ მაძლევ. მე ვდგავარ და შენ თვალს არ მაცილებ.
21
სასტიკი გახდი ჩემს მიმართ, და მდევნი მე შენი ხელის ძალით.
22
ქარზე შემომსვამ, მაიძულებ, გავინავარდო. მაცამტვერებ ქარის ღრიალში,
23
ასეა, ვიცი, სიკვდილისკენ წამიყვან, ყოველი ცოცხალის შესაკრებელი სახლისკენ.
24
ნანგრევებში მყოფს ხელს არვინ უწვდის, დაღუპვის პირას ვინც ითხოვს შველას.
25
განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე?
26
მაგრამ როდესაც სიკეთის იმედი მქონდა, ბოროტება მეწია, ნათელს ველოდი და ბნელი მეწია,
27
გულ-ღვიძლი მიდუღს და არ ცხრება: ტანჯვა-წამების დღეები დამიდგა.
28
ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ.
29
ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად სირაქლემებს.
30
კანი გამიშავდა და ძვლები მივარვარებს სიცხისაგან.
31
გოდებად იქცა ჩემი ქნარი, და მოტირალთა ხმად – ჩემი სალამური.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42