bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 5
Job 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 6 →
1
აწ მოუხმე; არის ვინმე, ვინც პასუხს გაგცემს? ან ანგელოზთაგან ვის მიმართავ?
2
ჭეშმარიტად, უგუნურს ჯავრი ჰკლავს, და ბრიყვს შური ღუპავს.
3
ვნახე უგუნური ფესვგადგმული და მყისვე დავწყევლე მისი სამკვიდრო.
4
შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან გათელავენ, და არავინ ეყოლებათ მოსარჩლე.
5
სამკალს დამშეულნი შეუჭამენ, ეკლებიდანაც კი ააცლიან და მწყურვალნი შთანთქავენ მათ დოვლათს.
6
რადგან სიავე მტვრიდან არ მოდის და არც სატანჯველი აღმოცენდება მიწიდან.
7
რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და როგორც ნაპერწკალი, ისწრაფვის ზევით!
8
მაგრამ მე ისევ ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთს მივანდობდი ჩემს საქმეს,
9
ის არის შემოქმედი დიადი და შეუცნობელი საქმეებისა, საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი.
10
წვიმას მოავლნენს ხმელეთზე, და წყლებს აგზავნის ველებზე.
11
აღამაღლებს დამდაბლებულთ და შვებას ჰგვრის მგლოვიარეთ.
12
ის ამსხვრევს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ აღწევენ საწადელს.
13
იჭერს ბრძენკაცებს მათსავე ცბიერებაში, და მზაკვართა ხრიკები ფუჭი ხდება.
14
დღისით ისინი წყვდიადს აწყდებიან; შუადღისას ხელისცეცებით დადიან, როგორც ღამეში.
15
ის იხსნის ღატაკს მათი ბასრი ენებისგან და ძლიერთა ხელიდან.
16
ასე რომ, უმწეოს იმედი აქვს, ხოლო უსამართლობა პირს იხშავს.
17
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ამიტომ ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!
18
რამეთუ, თვითონ ლახვრავს და თვითონვე ახვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ.
19
ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდედ არ შეგემთხვევა ბოროტება.
20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის, ხოლო ბრძოლის ჟამს – მახვილისაგან.
21
დაგიფარავს ენით გამათრახებისაგან, და არ შეგეშინდება უბედურებისა, როცა ის მოვა.
22
უბედურებასა და შიმშილზე გაგეცინება, და ნადირისა არ შეგეშინდება.
23
რადგან შენი მინდვრები გაწმენდილი იქნება ქვებისგან, და მოსვენებული იქნები გარეული ცხოველებისგან.
24
გეცოდინება, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს გადაავლებ შენს სამყოფელს და დანაკლისი არ გექნება.
25
დაინახავ, რომ მრავალრიცხოვანია შენი მოდგმა, და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.
26
ისეთი დღესრული ჩახვალ საფლავში, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება.
27
აჰა, ეს გამოვიკვლიეთ და ეს არის ჭეშმარიტება, შეისმინე და შენთვის იცოდე.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42