bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 13
Job 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 14 →
1
აჰა, ეს ყოველივე ჩემმა თვალმა იხილა, ჩემმა ყურმა ისმინა და შეიგნო.
2
რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
3
მაგრამ მე დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, და ჩემს საბუთებს მოვახსენებდი ღმერთს.
4
თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალები ხართ!
5
ნეტავ დუმილით მაინც დადუმდებოდეთ! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
6
გთხოვთ, ისმინეთ ჩემი საბუთები და ისმინეთ ჩემი ბაგეების საჩივარი!
7
ღმერთის გულისათვის იტყვით ტყუილს? მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
8
მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
9
კარგი იქნება, რომ გამოგააშკარავოთ მან? კაცი კაცს რომ ატყუებს, ისე მოატყუებთ მას?
10
ნამდვილად გაგკიცხავთ ის თქვენ, მიკერძოებას თუ გამოიჩენთ მალულად.
11
ნუთუ არ შეგეშინდებათ მისი სიდიადისა და მისი შიში თავს არ დაგატყდებათ?
12
თქვენი შეგონებანი ნაცრის არაკებია, თქვენი სიმაგრეები თიხის სიმაგრეებია.
13
დადუმდით ჩემს წინაშე და მალაპარაკეთ, და მერე, რაც მომივა, მომივიდეს.
14
კბილით ვზიდავ ჩემს ხორცს და ხელში დავიჭერ ჩემს სიცოცხლეს.
15
რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
16
ესეც ჩემი ხსნა იქნება, რადგან უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
17
სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს!
18
აჰა, სამსჯავროსთვის გამიმზადებია ჩემი სარჩელი! ვიცი, რომ გავმართლდები.
19
ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და მოვკვდებოდი!
20
ოღონდ ორ რამეს ნუ მიზამ, და შენს სახეს არ დავემალები:
21
შენი ხელი ამარიდე და შენი შიშის ზარი ნუ შემაძრწუნებს.
22
მაშინ მიხმე და პასუხს გაგცემ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე!
23
რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა!
24
რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი?
25
მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და ხმელ ჩალას სდევნი?
26
რადგან მწარე ამბებს წერ ჩემს წინააღმდეგ და მიმკვიდრებ სიჭაბუკის ცოდვებს,
27
ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას, და ჩემს ნაკვალევს იკვლევ.
28
კაცი კი იხრწნება, როგორც დამპალი რამ, როგორც ჩრჩილისგან დაჭმული სამოსელი.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42