bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 21
Job 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 22 →
1
მაშინ მიუგო იობმა და თქვა:
2
„სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ეს იყოს თქვენი ნუგეშისცემა ჩემთვის.
3
ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ.
4
განა ადამიანს ვემდური? სულმოკლე ხომ არა ვარ?
5
შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი.
6
ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
7
რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ?
8
მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
9
მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე.
10
მათი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
11
ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები.
12
მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულობენ სალამურის ხმაზე.
13
კეთილდღეობაში ატარებენ დღეებს, და მშვიდად ჩადიან შავეთს.
14
ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები.
15
რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვემუდაროთ?’
16
აჰა, განა მათი კეთილდღეობა მათ ხელთ არ არის? – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან!
17
ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწვევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს?
18
არიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და ქარიშხლისაგან მოტაცებული ბზესავით?
19
შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მათ შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ!
20
იხილონ მათმა თვალებმა უბედურება და თავად შესვან ყოვლადძლიერის რისხვა.
21
რადგან რაღა ენაღვლებათ თავისი სახლი სიკვდილის შემდეგ, როცა მათი თვეების რიცხვი შეწყდება?
22
განა ღმერთს ჭკუა ესწავლება, ის ხომ ზენას განიკითხავს?
23
ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი.
24
მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით.
25
ზოგი კი სულგამწარებული კვდება, ისე, რომ არ უნახავს სიკეთის გემო.
26
ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ.
27
მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე,
28
რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოს კარავი?’
29
განა არ გიკითხავთ გზად ჩამვლელთათვის, და არ გსმენიათ მათი მოწმობები,
30
რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი, გარიდებულია რისხვის დღეს?
31
ვინ ამხელს მათ პირში მათი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მათ ნამოქმედარისთვის?
32
სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მათ საფლავს.
33
ტკბილად მიიღებენ ველის გორახები, მრავალი კაცი გააცილებს მათ ცხედარს, და წინაც მრავალი წაუძღვებათ.
34
როგორღა მანუგეშებთ ფუჭი სიტყვებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42