bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 33
Job 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 34 →
1
ახლა კი ისმინე, იობ, ჩემი ნათქვამი და ყური მიუგდე ჩემს ყოველ სიტყვას.
2
აჰა, ვხსნი ბაგეებს, ლაპარაკობს ჩემი ენა ჩემს სასაში.
3
ჩემი გულის სიწრფოებაა ჩემი სიტყვები, ჩემს ბაგეთა ცოდნას ნათლად გადმოსცემენ ისინი.
4
ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს.
5
თუ შეგიძლია, მიპასუხე: დაალაგე სიტყვები და დაიცავი თავი.
6
აჰა, მეც შენისთანა ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.
7
აჰა, ჩემმა შიშმა არ უნდა შეგაძრწუნოს, და არც ჩემმა ხელმა უნდა დაგამძიმოს.
8
აკი ასმენდი შენ ჩემს ყურს და მე გავიგონე შენი სიტყვების ხმა:
9
‘სუფთა ვარ მე და უცოდველი, უმწიკვლო ვარ და არა მაქვს ბრალი.
10
აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა.
11
ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’
12
აი, ამაში არა ხარ მართალი, მე გპასუხობ, რომ კაცზე დიდია ღმერთი.
13
რად ედავები მას? ის პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
14
ერთხელ იტყვის ღმერთი, და, თუ ვერავინ შენიშნა, მეორედაც.
15
სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ,
16
მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას,
17
რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და დაიფაროს კაცი ამპარტავნებისაგან;
18
რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან.
19
კაცი სატკივრით ისჯება თავის საწოლზე, დაუამებელი ტკივილით მისი ძვლებისა;
20
შესძაგდება მის სიცოცხლის პური და მის სულს – საყვარელი საჭმელი.
21
გაქრება მისი ხორცი, უხილავი გახდება, და ამოასხდებიან ძვლები, რომელნიც არ ჩანდნენ.
22
და მიაწევს მისი სული ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე.
23
მაშინ, თუ ჰყავს მას მეოხი ანგელოზი, ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე,
24
შეიწყალებს მას და იტყვის: ‘იხსენი იგი, დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!’
25
მაშინ მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, მისი სიყმაწვილის დღეები დაუბრუნდება.
26
ილოცებს ღმერთის მიმართ და ისიც შეიწყალებს, და სიხარულით შეხედავს მის სახეს, და დაუბრუნებს კაცს მის სიმართლეს.
27
იგი იმღერებს კაცთა წინაშე და იტყვის: ‘ვცოდე მე და სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომეგო საკადრისად.
28
მან გამოისყიდა ჩემი სული ხაროში ჩასვლისგან, და ჩემი სიცოცხლე ნათელს იხილავს,’
29
აჰა, ყოველივე ამას ღმერთი ორგზის, სამგზის უკეთებს ადამიანს,
30
რათა დააბრუნოს მისი სული ხაროდან, და გაანათლოს სიცოცხლის ნათელით.
31
გამიგონე, იობ, ისმინე ჩემი, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
32
თუ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია;
33
თუ არა და, ისმინე ჩემი, დადუმდი, და მე გასწავლი სიბრძნეს.“
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42