bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 19
Job 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 20 →
1
მაშინ მიუგო იობმა და თქვა:
2
„როდემდე უნდა მიწუხებდეთ სულს და მთრგუნავდეთ სიტყვებით?
3
უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, და არ გრცხვენიათ, რომ მძრახავთ.
4
თუ მე მართლა შევცდი, ჩემი შეცდომა ჩემთანვე რჩება.
5
თუ თქვენ მართლა ჩემზე დიდად მოგაქვთ თავი და ჩემს შერცხვენას ჩემს წინააღმდეგ საბუთად აქცევთ,
6
იცოდეთ, რომ ღმერთმა ჩამაგდო განსაცდელში და გამხვია თავის ბადეში.
7
აჰა, ვღაღადებ: ‘ძალადობაა!’ მაგრამ პასუხს არავინ მაძლევს, შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.
8
მან გადამიღობა გზა და ვეღარ გადავსულვარ, მან მოჰფინა ჩემს ბილიკებს ბნელი.
9
შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა.
10
ყოველმხრივ დამაქცია და უკვე მივდივარ, ხესავით ამომიძირკვა სასოება.
11
აღაგზნო ჩემზე თავისი რისხვა. და თავის მტრად შემრაცხა.
12
ერთად მომადგნენ მისი ურდოები, ალყა შემომარტყეს და ჩემი კარვის ირგვლივ დაიბანაკეს.
13
ჩემი ძმები ჩამომაშორა, და ჩემი ნაცნობები გამიუცხოვდნენ.
14
მახლობლები განმიდგნენ და ნაცნობებმა დამივიწყეს.
15
ჩემ სახლში მოსული სტუმრები და ჩემი სახლის მხევლები ხიზნად მთვლიან, მათ თვალში უცხო გავხდი.
16
ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით.
17
ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს, და ჩემი სიმყრალე – დედაჩემის ძეთ.
18
ბავშვებმაც შემიზიზღეს მე, წამოვდგები და აბუჩად მიგდებენ.
19
მომიძულეს ჩემმა სანდო მეგობრებმა და ვინც მიყვარდა, ზურგი მაქცია.
20
ჩემი ტყავი და ხორცი ძვალს მიეკრა, ცარიელი ღრძილებიღა დავრჩი.
21
შემიწყალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
22
რატომ მდევნით თქვენც, როგორც ღმერთი? და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?
23
ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს,
24
რკინისა და ტყვიის საჭრეთლით კლდეზე ამოიკვეთებოდეს სამარადისოდ!
25
რადგან მე ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება.
26
მას შემდეგ, რაც ასე შემომეძარცვება კანი ჩემი ხორციდან, ვიხილავ ღმერთს,
27
მე თავად ვიხილავ მას ჩემს გვერდით და ჩემი თვალები დაინახავენ მას და არა სხვისი. დამელია გული ჩემს წიაღში.
28
თუ იტყვით: ‘აი, როგორ ვდევნით მას!’ და: ‘საქმის ფესვი ნაპოვნია მასში!’
29
გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს მახვილით სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42