bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 14
Job 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 15 →
1
ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით.
2
ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და კვალს არ ტოვებს.
3
და მაინც თვალს აპყრობ მას, და სამსაჯავროში მიგყავარ შენთან?
4
ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? ვერავინ!
5
თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ საზღვარი დაუდე მას და ვერ გადავა,
6
დაეხსენი, მოისვენოს, ვიდრე დღიურ მუშასავით დაამთავრებდეს თავის დღეს.
7
რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.
8
თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა,
9
წყლის სუნზე კვლავ გაყვავილდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის.
10
კაცი კი კვდება და უძლურდება, სულს განუტევებს ადამიანი და სადღა არის?
11
როგორც წყალი გაედინება ტბიდან, და მდინარე იწრიტება და შრება,
12
ასევე ადამიანებიც წვებიან და ვეღარ დგებიან. ვერ გაიღვიძებენ, ვიდრე არ გაქრება ცანი, ძილისაგან ვერ გამოფხიზლდებიან.
13
ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა, დრო დაგენიშნა ჩემთვის და შემდეგ გაგხსენებოდი.
14
თუ მოკვდა ადიმიანი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი მსახურების დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა.
15
დამიძახებდი და გიპასუხებდი, მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,
16
რადგან ჩემს ნაბიჯებს დაითვლიდი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებდი.
17
ჩაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავდი.
18
მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,
19
როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც მისი ნიაღვრები წალეკავენ მიწას, ასევე წარხოცავ შენ კაცთა იმედს.
20
სძლევ მათ სამუდამოდ და მიდიან, სახეს შეუცვლი და უშვებ.
21
პატივში იქნებიან მათი შვილები, მათ კი არ ეცოდინებათ; დამცირდებიან ისინი, ისინი კი ვერ მიხვდებიან.
22
მათ მხოლოდ საკუთარი ხორცი სტკივათ, და საკუთარ თავს გლოვობენ ისინი!“
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42