bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 11
Job 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 12 →
1
მაშინ მიუგო ცოფარ ნაყამათელმა:
2
„ნუთუ სიტყვათა სიმრავლე უპასუხოდ დარჩება? ნუთუ მრავალსიტყვაობა გამართლდება?
3
ნუთუ შენი ფუჭსიტყვაობა დაადუმებს მამაკაცებს? ნუთუ დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?
4
შენ ამბობდი: ‘ხალასია ჩემი განსჯა და სუფთა ვარ შენს თვალში!’
5
ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ,
6
და გაგიცხადებდეს თავისი სიბრძნის საიდუმლოებებს! რადგან მრავალმხრივია სიბრძნე და, იცოდე, რომ ღმერთი შენთვის ივიწყებს ზოგიერთ შენს შეცოდებას.
7
შეგიძლია ჩასწვდე ღმერთის სიღრმეს? მისწვდე ყოვლადძლიერის საზღვარს?
8
იგი ზეცაზე მაღალია – რას იზამ? ქვესკნელზე ღრმაა – რას გაიგებ?
9
ზომით იგი დედამიწის უგრძესია და ზღვაზე უვრცესია.
10
თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, წინ ვინ აღუდგება?
11
რადგან ის სცნობს ცბიერ ადამიანებს და როცა უსამართლობას ხედავს, განა ყურადღებას არ მიაპყრობს?
12
ცარიელი თავის განსწავლა ისევე შეუძლებელია, როგორც კანჯრის ჩოჩრის მოთვინიერება.
13
თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელს,
14
თუ შენს ხელში უსამართლობაა და განიშორებ მას, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ,
15
მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება,
16
დაივიწყებ შენს ტანჯვას, და როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
17
შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი გახდება, და ბნელი დილასავით განათდება.
18
იმედიანად იქნები, რადგან არის სასოება. მიმოიხედავ და იმედით დაწვები.
19
და დაივანებ, და არავინ იქნება შენი შემწუხებელი, და მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
20
ურჯულოთა თვალნი კი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი, და მათი სასოება მხოლოდ სულის განტევება იქნება.“
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42