bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 37
Job 37
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 38 →
1
ესეც აძრწოლებს ჩემს გულს, და ამოვარდა თავისი ბუდიდან.
2
მოსმენით ისმინეთ მისი გრგვინვის ხმა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი.
3
მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.
4
ამის შემდეგ მისი ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არა წყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა.
5
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, რომელთა შეცნობაც ჩვენ არ შეგვიძლია.
6
რადგან თოვლს ეუბნება: ‘დაეფინე მიწას!’ და უბრძანებს წვიმის თქეშსა და ძლიერ თავსხმას.
7
იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი საქმენი.
8
მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს.
9
სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა.
10
ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება.
11
იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას.
12
ისინი იცვლიან მიმართულებას, ბრუნავენ მისი განგებით, რათა აღასრულონ ყოველი მისი ბრძანება მთელ ქვეყნიერებაზე.
13
ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისათვის გამოაჩენს მას.
14
ყურად იღე ეს, იობ, დადექ და დააკვირდი ღვთის სასწაულებს.
15
იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოასხივებს ელვას თავისი ღრუბლიდან?
16
იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები, რომელთაც იქმს ცოდნაში სრული?
17
რა ახურებს შენს სამოსს, როცა ქვეყანა ირინდება სამხრეთის ქარში?
18
შეგიძლია განფინო ცანი მასავით, მტკიცე, სარკესავით ჩამოსხმული?
19
გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო.
20
მოხსენდება მას, რომ მე ვლაპარაკობ? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას?
21
ახლა ვერავინ ხედავს ნათელს, ცათა შინა მოკაშკაშეს, მაგრამ როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ.
22
ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღმერთის ირგვლივ საზარელი ბრწყინვალებაა.
23
ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით; თავისი მსჯავრით და დიადი სიმართლეთ ის არავის ჩაგრავს.
24
ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; ზედ არ უყურებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია.“
← Chapter 36
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 38 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42