bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 31
Job 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 32 →
1
აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი.
2
და რა არის ჩემი წილხვედრი მაღლიდან ღმერთისაგან, ან სამკვიდრო ყოვლადძლიერისაგან ზესკნელიდან?
3
განა დაღუპვა უკეთურისათვის არ არის, და ავბედობა ბოროტმოქმედთათვის?
4
განა არ ხედავს ის ჩემს გზებს, და არ ითვლის ჩემს ყოველ ნაბიჯს?
5
თუ სიცრუით მევლოს და სამზაკვროდ ამჩქარებოდეს ფეხი,
6
ამწონოს მე მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლობა.
7
თუ გზიდან გადაეხვიოს ჩემს ტერფს, ან თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული, და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
8
მაშინ, დაე, მე ვთესო და სხვამ ჭამოს, და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი.
9
თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცისაგან, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს,
10
მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა, და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე.
11
რადგან ეს მრუშობაა და დასასჯელი დანაშაული.
12
რადგან ეს ცეცხლი იქნებოდა აბადონამდე შთამნთქმელი, და ძირამდე დასწვავდა მთელ ჩემს მოსავალს.
13
თუ ოდესმე ჩემი მსახურისა და მხევლისთვის სამართალზე უარი მეთქვას, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,
14
მაშინ რას ვიზამ, როცა ღმერთი აღდგება? როცა მომკითხავს, რა პასუხს გავცემ?
15
განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, მანვე არ შექმნა ისინი? განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16
თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს,
17
ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, –
18
მისი ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ის ჩემთან, როგორც მამასთან, და დედის მუცლიდანვე ვიცავდი ქვრივს;
19
თუ მენახოს უსამოსლობით სიკვდილის პირას, ან გლახაკი უმოსასხამოდ,
20
და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით,
21
თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან მცველებს ვხედავდი,
22
მაშინ ზურგს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს!
23
რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიმძიმეს ვერ გავუძლებ.
24
განა მიმიჩნევია ოქრო საიმედოდ, ან ბაჯაღლო ოქრო ხსნად დამისახავს?
25
განა გამიხარია იმით, რომ დიდძალი სიმდიდრე მაქვს? რომ ჩემმა ხელმა ბევრი მოიხვეჭა?
26
რომ დამენახა მზე ან მთვარე დიდებულად მოარული,
27
და იდუმალ ცდუნებულიყო ჩემი გული და ჩემს ბაგეებს ჩემი ხელისთვის ეკოცნათ,
28
ესეც განსასჯელი დანაშაული იქნებოდა, რადგანაც მაღალი ღმერთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
29
განა გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება? ან მიზეიმია მის ცუდ ამბავზე?
30
არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის, და წყევლით არ მითხოვია დაღუპვა მისი სულისა.
31
განა არ უთქვამთ ჩემი კარვის კაცებს: ‘ვინ არ გამძღარა მისი ხორცით?’
32
მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის.
33
განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, უბეში შემემალა ჩემი შეცოდება?
34
მაშინ შემაკრთობდა ხალხის სიმრავლე და საგვარეულოს გაკიცხვა შემაშინებდა, დავდუმდებოდი და გარეთ არ გავიდოდი.
35
ნეტავ ვინმე მომისმენდეს! აჰა, ესაა ჩემი ნიშანი! ყოვლადძლიერმა პასუხი გამცეს! ნეტავ საჩივრის წიგნი მომცა, ჩემი მოშუღლის ხელით ნაწერი!
36
მაშინ მე ზურგით ვატარებდი მას, გვირგვინივით შემოვიხვევდი,
37
მოვახსენებდი ჩემს ყოველ ნაბიჯს, და როგორც მთავარს, ისე ვეახლებოდი.
38
თუ ჩემზე ჩემს მიწას დაუჩივლია და ხნულები ატირებულიყვნენ,
39
თუ მუქთად მიაჭამი მისი მოსავალი ან მის მეპატრონეთა სული შემიწუხებია,
40
მაშინ ნაცვლად ხორბლისა ძეძვი ამოვიდეს, და ნაცვლად ქერისა – ღვარძლი!“ ამით დასრულდა იობის სიტყვები.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42