bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 4
Job 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 5 →
1
მაშინ მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
2
„სიტყვა რომ შემოგბედოთ, ხომ არ აღშფოთდები? მაგრამ ვის შეუძლია ლაპარაკისგან თავის შეკავება?
3
აჰა, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს აღონივრებდი;
4
შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა.
5
მაგრამ ახლა, – შენ დაგიდგა ჯერი და გაბეზრდი, განსაცდელი გეწია და შეძრწუნდი,
6
განა ღვთის შიში არა გაქვს ნუგეშად და შენს გზათა სიმართლე – იმედად?
7
გაიხსენე, განა დაღუპულა ვინმე უდანაშაულოდ, ან სადმე მართალნი თუ ამომწყდარან?
8
რაც მე მინახავს, სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
9
ღმერთის ამოსუნთქვისაგან იღუპებიან ისინი, დაუბერავს იგი და აღგვის პირისაგან მიწისა.
10
ღრიალი ლომისა წყდება და ლომის ბოკვერთ კბილები უცვდებათ.
11
ლომი იღუპება უნადავლოდ, და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან.
12
იდუმალად მეუწყა მე სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში.
13
ღამეულ ხილვათა ფიქრებში გართული, როცა კაცთ ძილქუში ეცემათ,
14
შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო, და ყველა ძვალი ამიცახცახდა.
15
სახეზე სუნთქვამ გადამიქროლა და სხეულზე თმები ყალყზე დამიდგა.
16
შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, ჩემს თვალწინ რაღაც ხატება იყო; დუმილი და აჰა, ხმა მესმა:
17
შეიძლება მოკვდავი ღმერთზე მართალი იყოს? შეიძლება კაცი წმიდა იყოს თავისი შემოქმედის წინაშე?
18
თავის მსახურებსაც კი არ ენდობა ის, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!
19
რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ გაუდგამთ საძირკველი, ჩრჩილივით რომ იმუსრებიან,
20
განთიადიდან საღამომდე ძლივს რომ ცოცხლობენ და შეუმჩნევლად იღუპებიან?
21
აჰა, გაწყვეტილია მათი კარვის საბელი მათში, სიბრძნის გარეშე კვდებიან ისინი.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→