bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 24
Job 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 25 →
1
რატომ არ ადგენს ყოვლადძლიერი სამსჯავრო ვადებს ცოდვილთათვის, და მისი მცოდნენი რატომ ვერ ხედავენ მის დღეებს?
2
ურჯულონი საზღვრებს ანაცვლებენ, იტაცებენ ფარებს და მწყემსავენ მათ.
3
ობოლთა სახედრებს ერეკებიან, ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
4
გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, და იმალებიან ქვეყნის ღარიბნი.
5
როგორც უდაბნოში კანჯრები, მძიმედ შრომობენ, საკვებს ეძებენ ტრამალში თავიანთი ბავშვებისათვის.
6
სხვის ყანაში მკიან და ურჯულოს ვენახს იმცვრევენ.
7
შიშვლად ათევენ, უმოსასხამოდ და არა აქვთ დასაფარებელი ყინვაში.
8
მთების თქეშში ილუმპებიან, და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
9
ძუძუს სწყვეტენ ობოლს, და მიჰყავთ ღარიბისაგან გირაოდ.
10
შიშველნი დაწანწალებენ უსამოსოდ, და დამშეულნი ძნებს მიათრევენ.
11
მათ კედლებში ზეითუნის ზეთს ხდიან, საწნახლებში წურავენ ყურძენს, თავად კი სწყურიათ.
12
ქალაქიდან მომაკვდავნი გმინავენ და დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას.
13
არიან ნათლის წინააღმდეგ მეამბოხენი, რომლებიც არ ცნობენ მის გზებს და არ დგანან მის გზაზე.
14
განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
15
მრუშის თვალი ბინდის მოლოდინში ამბობს: ‘კაცის თვალი ვერ მიხილავს.’ და სახეზე საფარველს იფარებს.
16
ბნელში ძირს უთხრიან სახლებს, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი,
17
რადგან წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეუამხანაგდნენ წყვდიადის საშინელებებს.
18
მსუბუქნი არიან ისინი წყლის ზედაპირზე, დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, მუშაკი არ გაუხვევს მათი ვენახებისკენ.
19
გვალვა და ხორშაკი შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი – ცოდვილებს.
20
დაივიწყებს მათ დედის საშო; ჭია შეჭამს მათ, აღარავის გაახსენდებიან, ასე ხესავით გადატყდება უკეთურება.
21
ისინი ბოროტად ექცევიან ბერწ ქალს, უშვილოს, და ქვრივს სიკეთეს არ უკეთებენ.
22
ღმერთი სიცოცხლეს უხანგრძლივებს ძლიერთ თავისი ძალით, წამოდგებიან, თუმცა იმედი გადაწურული ჰქონდათ.
23
იგი აძლევს მათ სიმშვიდეს და აქვთ საყრდენი, და თვალი მათ გზებზე უჭირავს.
24
მცირე ხნით აღზევდებიან და აჰა, აღარ არიან. დამდაბლდებიან, დაეცემიან, როგორც ყველანი, და თავთავივით მოიკვეთებიან.
25
ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიბათილებს სიტყვას?“
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42