bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 36
Job 36
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 37 →
1
და განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2
„ცოტა დამაცადე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღმერთის სახელით სათქმელი სიტყვები.
3
შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს,
4
რადგან ნამდვილად არ არის ცრუ ჩემი სიტყვები, ცოდნაში სრული შენს წინაშეა.
5
აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი.
6
იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს;
7
თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი.
8
და თუ მათ ბორკილები ადევთ და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი,
9
განუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარს და დანაშაულს, რადგან გაამპარტავანდნენ ისინი.
10
გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ.
11
თუ შეისმენენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში.
12
ხოლო თუ არ შეისმენენ, მახვილით დაეცემიან და უგუნურებაში ამოხდებათ სული.
13
გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ.
14
სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე თავდება სირცხვილში.
15
ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და დათრგუნვის ჟამს უხსნის მას ყურებს.
16
და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვეში, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრაც სავსე იქნებოდა ცხიმით.
17
შენ კი სავსე ხარ უკეთურთა სასჯელით, მსჯავრი და სამართალი დაგაცხრა შენ.
18
ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ სასაცილო არ გაგხადოს, დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს.
19
ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა?
20
ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან,
21
იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
22
აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
23
ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’
24
გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმენი, რომელთაც ხალხი უგალობს.
25
ყველა ადამიანს უნახავს ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ.
26
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მის წელთა რიცხვი აურაცხელია.
27
ის აკავებს წყლის წვეთებს, და ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას,
28
ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს.
29
თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს?
30
აჰა, ის განფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს,
31
რადგან ამით მართავს ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს.
32
ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ.
33
მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც გრძნობს წინასწარ გრიგალის ამოვარდნას.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42